***
ახხ.. მეზიზღება ორშაბათი, ახალი კვირის დაწყება ახალი პრობლემებით..ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი და ტრანსპორტს ველოდებოდი. დრო და დრო ტელეფონში საათს დავყურებდი და ყავისფერ ჟაკეტს მხრებზე ვისწორებდი..
- დღეტვინისხვნისა ჯიონ, როგორც ყოველთვის კატასტროფულად გამოიყურები.
გვერდით ამომიდგა იუნგი და "კომპლიმენტიც" მსტყორცნა.
ერთი მკრთალად გავუღიმე და სახე ისევ დავასერიოზულე.- სასადილოში?
გამომხედა და ნაქსოვ ჟაკეტს ისეთი სახით დაუწყო თვალიერება გეგონება მკვდარ ცხოველს დასცქეროდა რომელიც ახლახანს მანქანამ გასრისა.
- ჰო, აბა სხვაგან სად? დიდი ხანია კოლეჯში სწავლას თავი დავანებე. ერთ დროს საუკეთესო სტუდენტი ვიყავი.. მაგრამ გაჭირდა ცხოვრება ძმაო.. ასე მომიწია მუშაობის გაგრძელება..
სინანულით წარმოვთქვი და იუნგის მხარზე მოვუსვი ხელი.
იუნგიმ ახლად გაჩერებული ავტობუსისკენ აიღო გეზი და მეც მანიშნა ასვლაზე.ავყევი და ნეტა სულ არ ამომედგა ფეხი.. ისეთი გადატენილი იყო იქაურობა ვინ ვის ეჯდა ზედ ვერ გაიგებდი.. მე იუნგის გვერდით დავდექი და სახელურს მოვეჭიდე..
ჯანდაბა ნოემბერში რო დაგცხება კაცს.. მარა რას იზამ ოც კაციან ავტობუსში რო ოთხმოცი კაცი იჯდება უკეთესს რას უნდა მოელოდე.
იუნგის გაუმართლა და მალევე ჩავიდა რადგან კოლეჯი სასადილოსთან შედარებით ახლოს მდებარეობდა.
მე განვაგრძე მგზავრობა ოფლით გახვითქულ მგზავრებთან ერთად.***
- ასტალა ვისტა, ახალი სამუშაო დღე!
სასადილოს კარი შევაღე, წინსაფარი გადავიცვი და სანამ სამუშაო საათები დაიწყებოდა ყველაფრის დასუფთავება დავიწყე.
კიდევ კარგი ჯინი მოსული იყო და ისიც დამეხმარა. ყველაფერი დავალაგეთ და სამზარეულოში შევედით.. გახდა თუ არა ცხრა საათი შემოსასვლელ კარზე ჩამოკიდებული აბრა შემოვაბრუნე სადაც უკვე close-ს ნაცვლად open ეწერა.
YOU ARE READING
༒︎ 𝔦𝔫 𝔣𝔲𝔠𝔨𝔦𝔫𝔤 𝔩𝔬𝔳𝔢 𝔴𝔦𝔱𝔥 𝔭𝔰𝔶𝔠𝔥𝔬 𝔧𝔢𝔯𝔨 ༒︎
Fanfiction- ზუსტად თხუთმეტ დღეში ოფიციალური ცოლ-ქმარი ვიქნებით. სრული სერიოზულობით თქვა და წარბი აზიდა. თვალები გავაფართოვე და გაგიჟებულმა ფიქრი დავიწყე რა გამეკეთებინა. მალევე არ შევიმჩნიე დაბნეულობა და ვუპასუხე. - დავნიძლავდეთ, მაგრამ იცოდე თუ ამ ნიძლავს მე...