- დავბრუნდიი!შეჰყვირა ბიჭმა როგორც კი სახლში შეაბიჯა და მისაღებ ოთახში შეიჭრა. იქ დივანზე მოკალათებულ ორ მეგობარს წააწყდა, ერთს მეორეს მხარზე ეძინა, მეორე კი ტელეფონის ეკრანს მისშტერებოდა ისე თითქოს რაღაც საინტერესოს ნახულობდა.
როცა ახლად შემოსული შენიშნა, მზერა მიაბყრო და მკრთალად გაუღიმა.
- ჯონგუკ, როგორც იქნა. აბა რა ხდებოდა წვეულებაზე? მოყევი.
მობილურის ეკრანი ჩააქრო და მაგიდაზე უხმაუროდ დადო.
ჯონგუკი ჯინთან მივიდა, მის გვერდით სავარძელში მოწყვეტით დაეშვა და ფეხები განზე გადაშალა.
- დავიღალე, ცეკვა, დალევა, ლაპარაკი, ისევ ცეკვა, ისევ დალევა და ისევ ლაპარაკი. თანაც უაზრო თემებს განიხილავდნენ.
უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და თვალები მოიფშვნიტა. ჯინმა ოდნავ შეარხია მის მხარზე მოკრული იუნგი, რაზეც ბიჭმა წარბები შეკრა და თავისთვის რაღაც ამოიფრუტუნა.
- შენ რა გგონია, იქ მართლა გასართობად გაგიშვით?! ჯიონზე მოყევი, როგორ არის?
ჯონგუკი წინ წამოიწია და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო. ორივე ხელი თმაში შეიცურა და იატაკს მიაბყრო თვალები.
- შეუყვარდა, მაინც შეუყვარდა..
ის და თეჰიონი აივანზე კოცნიდნენ ერთმანეთს. ჯიონმა მას აკოცა, პირველმა აკოცა.ამოილაპარაკა და ოდნავ რწევა დაიწყო.
იუნგიმ სახე მოიზილა, გასწორდა და ხმაურიანად დაამთქნარა.- რა დრამებს დგავ ბავშვო, აკოცა და აკოცოს. რა უჭირს? უყვარდეს.
ჯინმა ისეთი მზერა სტყორცნა იუნგის თითქოს გონებაში უკვე დანით ანაწევრებდა. იუნგიმ კი უბრალოდ მხრები აიჩეჩა და თვალებით ამბობდა "განა რა ვთქვი ასეთიო?!"
- იუნ, ის სასახლეში დარჩება! ნიძლავი წააგო! ყველაფერი დასრულდა. ჯიონს ვეღარ ვნახავთ!
YOU ARE READING
༒︎ 𝔦𝔫 𝔣𝔲𝔠𝔨𝔦𝔫𝔤 𝔩𝔬𝔳𝔢 𝔴𝔦𝔱𝔥 𝔭𝔰𝔶𝔠𝔥𝔬 𝔧𝔢𝔯𝔨 ༒︎
Fanfiction- ზუსტად თხუთმეტ დღეში ოფიციალური ცოლ-ქმარი ვიქნებით. სრული სერიოზულობით თქვა და წარბი აზიდა. თვალები გავაფართოვე და გაგიჟებულმა ფიქრი დავიწყე რა გამეკეთებინა. მალევე არ შევიმჩნიე დაბნეულობა და ვუპასუხე. - დავნიძლავდეთ, მაგრამ იცოდე თუ ამ ნიძლავს მე...