469 33 7
                                    

22:00

უზარმაზარი კლუბის შენობის წინ წყვდიადივით შავი ბენტლი ჩერდება, იქიდან კი ნელი მოძრაობით გადმოდის კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი.

მანქანას კეტავს და მასზე ოდნავ დაბალ ბიჭს გასაღებს უგდებს ჰაერში, ბიჭიც დაბნეული იჭერს მას და ბატონს თავის დაკვრით ესალმება.

ყმაწვილი კლუბის კარს მიუახლოვდა, დაცვის თანამშრომლებმა როგორც კი ის შენიშნეს, მაშინვე გვერდზე გადგნენ და კარი ფართოდ გააღეს.

კლუბში ქაოსი იყო, მაგრამ შეუმჩნეველი არ ყოფილა მამაკაცის შემოსვლა, ყველამ მას გააყოლა თვალი. ის კი მშვიდად მიუახლოვდა ვიაიპ ოთახს და შიგნით შევიდა.

- ძალიან დავიგვიანე?

დაბალი, ბოხი ხმით იკითხა და შავ პრიალა მაგიდასთან ჩამოჯდა.

- არა, რას ბრძანებთ, მეც ხუთი წუთის წინ მოვედი. რამეს შეუკვეთავთ?

ჰკითხა ახალგაზრდა ბიჭმა რომელსაც ლოყები ოდნავ ეჩხვლიტებოდა.

- მხოლოდ ჯეკ დენიელსი, ორი ყინულით.

მიმტანს შეკვეთა უკარნახა და უცხო ბიჭუნას თვალი მოავლო რომელიც რატომღაც საიდანღაც ეცნობოდა.

- ბატონო კიმ, დიდი ხანია თქვენი ნახვა მსურდა..

ლაპარაკი დაიწყო ახალგაზრდამ, მაგრამ თეჰიონმა სიტყვა გააწყვეტინა.

- მერე გენახე, ვინ დაგიშალა?

- დიახ, მართალი ხართ. უბრალოდ დრო ვერ გამოვნახე.

კიმმა ჰალსტუხი ოდნავ შეიხსნა და თავი გვერდით გადააგდო.

- ნამჯუნ საქმეზე გადადი, მალე უნდა წავიდე. შენზე ბევრად მნიშვნელოვანი ხალხი მყავს სანახავი, მოცლილი კიარ ვარ.

- კარგით, ბევრს არ მოგაცდენთ. მოკლედ, თქვენი ერთ-ერთი ბიზნესით დავინტერესდი.

თქვა და შეერთებული ხელის გულები მაგიდაზე შემოაწყო.

- ჰმმ.. კერძოდ?

༒︎ 𝔦𝔫 𝔣𝔲𝔠𝔨𝔦𝔫𝔤 𝔩𝔬𝔳𝔢 𝔴𝔦𝔱𝔥 𝔭𝔰𝔶𝔠𝔥𝔬 𝔧𝔢𝔯𝔨 ༒︎Where stories live. Discover now