415 28 14
                                    

მოკლედ იონჯუნმა, დამშვიდებულმა და დაიმედებულმა დატოვა იუნგის სახლი. იუნგი კი საღამოს უცდიდა და თავს იიმედებდა რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლიდა.

ჰოსოკი თავის სახლში იყო, ისიც საღამოს გეგმაზე ფიქრობდა და მართლაც აღელვებული იყო. პესიმისტური ფიქრები აწუხებდა.

ნამჯუნი და ჯონგუკი ჯერ კიდევ ერთად ბჭობდნენ რას როგორ გააკეთებდნენ და იქნებოდა თუ არა ეს შედეგიანი.

ჯინიც სამსახურიდან ეხმიანებოდა ბიჭებს და ამავდროულად უფროსს კერავდა ადრე დათხოვებაზე.

ჯიონთან:

დილით მზის ამოსვლის თანავე, გადაწეულ ფარდებს შორის მზის სხივები ცდილობენ შემოჭვრეტას და წყვდიადივით ბნელ ოთახს მცირეოდენ ნათელს სძენენ.

პირველად ყმაწვილს ეღვიძება და პირველს რასაც გრძნობს, მის მკლავებში მოქცეული სხეულია.
ფრთხილად ანთავისუფლებს ქალს მკლავებიდან და ჩუმად დგება საწოლიდან. ცდილობს სიჩუმე არ დაარღვიოს რათა ამან შეიძლება გოგონას გაღვიძება გამოიწვიოს.
წამებში იწესრიგებს თავს და ოთახიდან გადის.

პირდაპირ სამზარეულოში მიაბიჯებს და იქ მყოფ მოახლე ქალებს ბრძანებას აძლევს საუზმე  მოამზადონ. ისინიც უმალვე ასრულებენ თავიანთი ბატონის მოთხოვნას.

დაახლოებით საათ ნახევრის შემდეგ გოგონაც იღვიძებს, თვალებს ფრთხილად ახელს და ოთახის ინტერიერს ათვალიერებს. ხვდება რომ სხვა ოთახშია და არა მის ეგრედ წოდებულ "საკანში".

როცა კარგად შეისწავლა ოთახის განლაგება და ირგვლივ დაკიდებული ბნელი სურათებიც საფუძვლიანად შეათვალიერა, ახლაღა გაახსენდა რომ ის თეჰიონის ოთახში იმყოფებოდა. თავი ტუმბოსკენ გაატრიალა და საათი შეამოწმა. ჯერ მხოლოდ რვა საათი იყო.

ლოგინზე წამოჯდა, ფეხები მოკუნტა და სახეზე აიფარა ხელები.

༒︎ 𝔦𝔫 𝔣𝔲𝔠𝔨𝔦𝔫𝔤 𝔩𝔬𝔳𝔢 𝔴𝔦𝔱𝔥 𝔭𝔰𝔶𝔠𝔥𝔬 𝔧𝔢𝔯𝔨 ༒︎Where stories live. Discover now