¹⁴

189 15 3
                                    


1 კვირის შემდეგ:

- და ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა რომ, ჩვენი ჰოსოკი, ჩვენი ჰობი, მას ისევე ვუყვარდით ყველანი, როგორც ჩვენ გვიყვარდა ის. შეიძლება უფრო მეტადაც ვუყვარდით მას. სიყვარულითა და ხალისით სავსე იყო ყოველთვის, არასდროს მოგცემდა უფლებას მოწყენილი ყოფილიყავი.
ის ამას არასდროს დაუშვებდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა მაინც გაგაღიმებდა, მაინც გაგრძნობინებდა რომ ცხოვრება მშვენიერია.

ნამჯუნმა ბაგეები მოკუმა და მის სახეს სევდიანი ღიმილი მოეფინა, იქ შეკრებილ ხალხს თვალი მოავლო და მიკროფონს თითები მაგრად მოუჭირა. ცხვირით ღრმად სუნთქვა დაიწყო, ეცადა ცრემლები არ გადმოეღვარა, ამიტომ მოღრუბლულ ცას ახედა. თავი ცოტა დაიმშვიდა და საუბარი განაგრძო.

- მაგრამ როცა ის იყო მოწყენილი? როცა ის წუხდა ან რაიმე აწუხებდა?
არა, ეს ძალიან იშვიათობა იყო. მაგრამ როცა იყო, ამას არასდროს ამჟღავნებდა ხმამაღლა. პატარა დეტალებით უნდა შეგემჩნია, ცდილობდა დაეფარა მაგრამ პატარ-პატარა რაღაცებზე მაინც ემჩნეოდა ხოლმე. მაგალითად თუ ნაყინზე უარს იტყოდა, ამ შემთხვევაში ძალიან ცუდ ხასიათზე უნდა ყოფილიყო რომ ეს ექნა რადგან ის ნაყინზე გიჟდება.
დარწმუნებით იმასაც ვერ გეტყვით ნაყინის გამო რომელიმე ჩვენგანს გაყიდდა თუ არა..

ამაზე ყველას ხმადაბლა ჩაეცინა, მაგრამ კვლავ ამ სევდიანი ღიმილებით. ნამჯუნმა თავი ვეღარ მოთოკა, ჩაეცინა მაგრამ სიცილი მალევე ქვითინში გადაეზარდა. უნდოდა სიტყვა გაეგრძელებინა მაგრამ ხმა ჩაუწყდა, ჯონგუკმა ეს შენიშნა და მას მივარდა, მიკროფონი გამოართვა და უთხრა დასამშვიდებლად გასულიყო. ისიც ასე მოიქცა.

- დიახ, რთულია ემოციების შეკავება როცა ბავშვობის მეგობარს და არამარტო მეგობარს, არამედ ცხოვრების სინათლეს, ჩვენს მზის სხივს ასე მოულოდნელად ვკარგავთ. მაგრამ არა,
არ უნდა ვიტიროთ დღეს, არავინ არ უნდა მოიწყინოს რადგან ჰოსოკი ვერ აიტანდა ამას აქ რომ ყოფილიყო. ის ჩვენთან არ არის, მაგრამ კარგად ხედავს ყოველივეს მაღლიდან, მასაც ისევე ვენატრებით როგორც ჩვენ. მაგრამ ჩვენ თუ ვიტირებთ ის აუცილებლად გაგვინაწყენდება.
ამიტომ მოდით უბრალოდ გავიღიმოთ, მისი ბოლო სურვილიც ხომ ეს იყო. "დაე იყავით გაღიმებულნი და ბედნიერნი".

༒︎ 𝔦𝔫 𝔣𝔲𝔠𝔨𝔦𝔫𝔤 𝔩𝔬𝔳𝔢 𝔴𝔦𝔱𝔥 𝔭𝔰𝔶𝔠𝔥𝔬 𝔧𝔢𝔯𝔨 ༒︎Donde viven las historias. Descúbrelo ahora