396 32 2
                                    

- ჯ-ჯიონ!

ჩუმად ამოილაპარაკა ჰოსოკმა და მონატრებულ სხეულს მიაშტერდა. ჯონგუკმა ხელი გაჰკრა და სთხოვა არაფერი შეემჩნია. მანაც თავი ხელში აიყვანა და ცივი მზერა სტყორცნა კიმს.

- რა ხდება? ადრე მოსულხართ. თანაც როგორც მახსოვს მხოლოდ ჯონგუკი დავიბარე.

ხელები გადააჯვარედინა თეჰიონმა და ყმაწვილებს თვალი მოავლო.

- ეს ჩემი ბიზნეს პარტნიორია, თეჰიონ, ჯონ ჰოსოკი. მის გარეშე ვერაფერს გადავწყვეტ, თათბირს ისიც უნდა დაესწროს.

თქვა ჯონგუკმა და წამიერად შეათვალიერა ჯიონი. ცოტა არ იყოს გაუკვირდა, რადგან გოგონა უჩვეულოდ მშვიდი იყო. თანაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და ეტყობოდა რომ თავს კარგად გრძნობდა.

ჯიონს თავი დაბლა დაეხარა და ცდილობდა თვალი აერიდებინა მეგობრებისთვის.

თეჰიონმა მათ უბრალოდ ხელით ანიშნა სასადილო ოთახში შესულიყვნენ, როდესაც ბიჭები მას დაემორჩილნენ ახლა ჯიონს მოუტრიალდა და ხელის ორივე მტევანი მის მხრებს შემოჰხვია.

- გპირდები მალე დავასრულებ, ძვირფასო. მანამ, ოთახში ადი და ჩემს მოსვლამდე არ მოიწყინო, კარგი?

მისკენ დაიხარა და თავზე პატარა კოცნა დაუტოვა. შემდეგ თვალი ჩაუკრა და სტუმრებს მიუბრუნდა.

ჯიონმა უბრალოდ ხმადაბლა ჩაილაპარაკა "კარგი", და კიბეს ნელა აუყვა.

"ჯანდაბა, ჯონგუკი და ჰოსოკი აქ არიან. ახლა რა უნდა ვქნა? დარწმუნებული ვარ ისინი უჩემოდ წასვლას არ აპირებენ და რამეს მოიმოქმედებენ, მაგრამ რას? ვაიმე, შეიძლება მათ სკანდალები მოაწყონ და ჩემ გამო დიდი პრობლემებიც შეიქმნან.
არა! ჯანდაბა ჯიონ, ჯანდაბა!"

ფიქრობდა გულში და ამასობაში კიბის ბოლო საფეხურიც ამოიარა.

ნელა გაუყვა გრძელ ჰოლს და რამდენჯერმე დააპირა კიდეც უკან მიტრიალება, იქნებ რამე მოემოქმედებინა და ბიჭები აქედან გაეპარებინა. სამჯერ მაინც შეტრიალდა უკან, მაგრამ კვლავ გატრიალდა და სიარული განაგრძო.

༒︎ 𝔦𝔫 𝔣𝔲𝔠𝔨𝔦𝔫𝔤 𝔩𝔬𝔳𝔢 𝔴𝔦𝔱𝔥 𝔭𝔰𝔶𝔠𝔥𝔬 𝔧𝔢𝔯𝔨 ༒︎Where stories live. Discover now