იუნგის სახლში:
ჰოსოკი სამზარეულოს მაგიდას ხელებით ეყრდნობოდა და ერთ წერტილს იყო მიშტერებული..
წესით აქ ყავის გასაკეთებლად შემოვიდა რომ ცოტა გონზე მოსულიყო მაგრამ რაღაცამ საშინლად ჩაითრია ფიქრებში..
რა მოხდა იმ ღამეს? ჯიონი სად არის? ვისი ხელი ურევია ამ ყველაფერს? ნეტავ ახლაც ცოცხალია გოგონა? ვინ იცის.. იქნებ იმ ღამესვე დაასახიჩრეს საბრალო.
"ოი ოი ჰოსოკ ისევ სისულელეებზე ფიქრობ. მოეშვი იდიოტურ აზრებს."
მტკიცედ გაუმეორა ბიჭმა საკუთარ თავს და კაი ხნის ადუღებული ჩაიდანი გაზქურიდან გადმოდგა. გაზქურის ჩაქრობის თანავე მდუღარე წყალი ყავიან ჭიქაში მოაქცია და კოვზით რამდენჯერმე მოურია.
მისაღებ ოთახში სამი ზრდასრული ბჭობდა "ახლო მეგობრის დაბრუნების" გეგმაზე.
საათნახევრიანი ფიქრის შემდეგ ყველაზე უმცროსმა წამოიწყო საუბარი.
-ასე არ გამოვა, პოლიციას უნდა შევატყობინოთ.
დივნის საზურგეს მიეყუდა და ბიჭების პასუხს დაელოდა.
-ამაზე უკვე ვისაუბრეთ, პოლიცია მხოლოდ გააუარესებს საქმეს. არ არის საჭირო ამდენი აყალმაყალი.
ნამჯუნმა გასაგებად თქვა რომ ყველაფერს მოაგვარებდა. მოცდაა საჭირო, მოცდა!გამოესარჩლა სოკჯინი და დაღლილი კისერი ორჯერ გადაატკაცუნ-გადმოატკაცუნა.
-ეს "ნამჯუნი მოაგვარებს" ჰო მაგრამ როდისღა? ახლა თითოეულ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს.
ვეღარ მოვიცდი...იუნგიმაც ამოიღო ხმა და მოულოდნელად სიტყვა გაუწყდა.
*კარზე ზარის ხმა*
ჰოსოკი ნახევრად გათიშული, ყავის ჭიქით ხელში, სამზარეულოდან გამოვიდა, ნელი ნაბიჯებით გაემართა შემოსასვლელ კარისკენ, სახელური ფრთხილად ჩამოსწია და კარი ფართოდ გააღო.
BẠN ĐANG ĐỌC
༒︎ 𝔦𝔫 𝔣𝔲𝔠𝔨𝔦𝔫𝔤 𝔩𝔬𝔳𝔢 𝔴𝔦𝔱𝔥 𝔭𝔰𝔶𝔠𝔥𝔬 𝔧𝔢𝔯𝔨 ༒︎
Fanfiction- ზუსტად თხუთმეტ დღეში ოფიციალური ცოლ-ქმარი ვიქნებით. სრული სერიოზულობით თქვა და წარბი აზიდა. თვალები გავაფართოვე და გაგიჟებულმა ფიქრი დავიწყე რა გამეკეთებინა. მალევე არ შევიმჩნიე დაბნეულობა და ვუპასუხე. - დავნიძლავდეთ, მაგრამ იცოდე თუ ამ ნიძლავს მე...