³

550 35 14
                                    

ჯიონის პოვ.

იმ ნაბიჭვარმა ასე დამტოვა მიბმული და როცა მოსაღამოვდა მაშინღა გამოგზავნა ვიღაც იდიოტი.

ორ მეტრიანი კაცი შემოვიდა და გამომიცხადა რო ბოსი მეძახდა.
ხელ-ფეხი ამიხსნა და ოთახიდან გამომიყვანა.

დიდ დერეფანში მოვდიოდით, მე წინ მივდიოდი ის კი რატომღაც სულ უკან რჩებოდა. რამდენიმე წამში უკვე უზარმაზარი კარის წინ ვიდექით, მან კარი ოდნავ შეაღო და ადგილიდან აორთქლდა.

- შემოდი.

გავიგე დაბალი ტონალობის ხმა.
შიგნით შევედი და უზარმაზარ სასადილო ოთახში აღვმოჩნდი, ირგვლივ ყველაფერი შავ და მუქ წითელ ფერებში იყო, ცოტა ოქროსფერიც დაჰკრავდა. შუქი დაბალზე ანათებდა, თითქმის არც ანათებდა, ამიტომ რამდენიმე სანთელი ენთო და მაგიდასთან სანთლებთან ერთად ის ვაჟბატონი ანათებდა წითელ პერანგში.

- დაჯექი.

უცნაურია მაგრამ დავემორჩილე და მისი მითითება ზედმეტი ყოყმანის გარეშე შევასრულე.
მაგიდის ერთ ბოლოში თავად იჯდა, მეორე ბოლო კი მე დავამშვენე.

- ახხ ჯიონ, ბევრი სასაუბრო გვაქვს.

თქვა და ჭიქებზე ღვინო ჩამოასხა.
ცალი ჭიქა მე მომაწოდა და ბოთლი გვერდით დაიდგა. ღვინო მოვსვი და გაურკვეველი სახით გავხედე.

- ჩემი სახელი.. როგორ?

- ჩო ჯიონი, 21 წლის. სედომის კაფეტერია, ჩო ჰიკიონის ქალიშვილი , 1.67 სიმაღლის, წაბლისფერი თმით და ყელზე პატარა ხალით. მინ იუნგის მეგობარი და ჩო იონჯუნის და. საყვარელი ფერი ყავისფერი. მიბოპის კოლეჯი და დოკიონის ნომერ მესამე სკოლა.
ხოარ მეშლება?

სკამის საზურგეს მიეყრდნო და ხელები გადააჯვარედინა.
ნერწყვი მძიმედ ჩავყლაპე და ამოვილაპარაკე.

- შ-შენ.. საიდან იცი? ვინ ხარ?

ამაზე ცოტა თავი გააქნია და ჩაიცინა.
მე დაბნეული ვუყურებდი.

༒︎ 𝔦𝔫 𝔣𝔲𝔠𝔨𝔦𝔫𝔤 𝔩𝔬𝔳𝔢 𝔴𝔦𝔱𝔥 𝔭𝔰𝔶𝔠𝔥𝔬 𝔧𝔢𝔯𝔨 ༒︎Where stories live. Discover now