1

1.8K 41 15
                                    

როგორი გრძნობაა, როდესაც საყვარელი ადამიანის მანქანა შენს თვალწინ ფეთქდება და ცეცხლის ალში ეხვევა?

ალბათ ისეთი,ცივ გზას ტკივილამდე რომ ფხაჭნი.
ყელის ჩახლეჩვამდე ტირი და ღრიალებ რომ მასთან მიხვიდე.
მაგრამ,ვისთან მიხვალ?
მანქანასთან,რომლის შიგნითაც ცხოვრების სიყვარული ამ წუთას იწვის?

თუ იმ ხალხთან მიხვალ და თითოეულს სახეს დაუმახინჯებ,იმის გამო რომ,ისე შესცქერიან ფაქტს თითქოს ცირკში აკრობატს უყურებდნენ.

რა არის ცხოვრება?

მოდიხარ, ტკბები, გიყვარდება, ზრუნავ. შემდეგ ყველაფერი ნაცრისფერია,ბოლოს კი მიდიხარ ხან ტანჯულად ხან უმტკივნეულოდ.
ზოგი უბრალოდ, ყველანაირი სიყვარულის გარეშე მიდის ისე როგორც მოვიდა.
ან საერთოდაც შენს დაფასებას,მხოლოდ შენი საფლავის ქვაზე იწყებენ.
თავზე გადგანან და დაგტირიან,რომ კარგი იყავი,რომ ბევრ სიყვარულს იმსახურებდი და ათასი სისულელე,რომელიც მაშინ არ დააფასეს და არ მოგცეს როდესაც ცოცხალი იყავი.

და მაინც რა არის ცხოვრება?

ის ზოგიერთისთვის ნამდვილად ია-ვარდებითაა მოფენილი.
გიყვარს ის დრო და გინდა უკან წარსულში დაბრუნდე- ბავშვობაში,მაშინ როდესაც ცხოვრებას ჯერ კიდევ ფერადი სათვალეებით უყურებდი.
არ გქონდა გააზრებული წინ რა გელოდებოდა. თუ წაიქცეოდი,დედა წამოგაყენებდა და გეტყოდა,რომ "არაუშავს"

ან რატომ გიყვარს ასე ძლიერ,ან საერთოდ რატომ მიდიხარ ასე მტკივნეულად?!

როდესაც გიყვარდება, გინდა რომ ის სულ შენს გვერდით იყოს.
მუდამ ერთად იყოთ.
გსურს, რომ არასდროს მორჩეს ეს ტკბილი ზღაპარი, რომელშიც მთელი არსებით იძირები.

მაგრამ,არა. ყველაფერი , ყოველთვის ისე არ წარიმართება როგორც გვსურს.

ჩვენ ვემორჩილებით ცხოვრებას და არა ის.
ის გვმართავს ჩვენ და არა პირიქით.
მისი გადაწყვეტილებაა იცოცხლებ თუ არა.
ზოგჯერ უმადურია.
ზოგიერთთან კეთილია, ზოგიერთთან კი საშინლად ბოროტი.
ის ზღვაა, რომელიც ბობოქრობს.
შენ კი პატარა ნავით ტივტივებ მასზე.
ჯერ შესაძლოა მშვიდადაა მაგრამ,ყოველ დროს შეუძლია ცამ მოიღრუბლოს და ელვა ჭექა-ქუხილი ერთდროულად დაგატეხოს.
ტალღა, ტალღას შეასკდება.
ღრუბლები აგრესიულად შეერთდებიან და თავს ცუნამს დაგაყრიან.
ზღვა უფრო გაბრაზდება და აბობოქრდება.
ჩაგყლაპავს და სად წაგიყვანს არ იცი.

☁︎𝚃𝙾𝙺𝚈𝙾 𝙳𝚁𝙸𝙵𝚃✈︎Where stories live. Discover now