5

268 31 18
                                    

- თქვენ,ორივენი ხართ ნაგვები!- იღრიალა ჯიმინმა უეცრად,რამაც ჯონგუკის შეშინება გამოიწვია. ხელში დაჭერილი დანა ჩანგალი რომელსაც იმ მომენტში როდესაც ჯონგუკი ესაუბრებოდა და მაგრად უჭერდა ხელს ,მთელი ძალით ისროლა მაგიდაზე.  ფეხზე წამოვარდა და უკონტროლოდ დაიშინა თავში ხელები.

- ჯიმინ!- ჯონგუკი მას მივარდა და მის დაწყნარებას შეეცადა მკლავების შემოხვევით. მაგრამ ომეგამ ძალიან უხეში მოძრაობით მოიშორა თავიდან და ზიზღნარევი სახით შეხედა.  ჯიმინის თვალები აქამდე სხვანაირად ანათებდა,ტობიასის სიკვდილით დანაღვლიანებული. მაგრამ როდესაც შეიტყო,რომ ის ყოველივე რაშიც ამდენ ხანს ცხოვრობდა სრული აბსურდი იყო,მისი თვალები უბრალოდ ყინულის ლოდს დაემსგავსა. ის ბოლო იმედის ვარსკვლავი , რომელიც მის თვალში ელვარებდა სიბრაზემ და იმედგაცრუებამ შთანთქა.  

საკუთარ ემოციებს ვეღარ მალავდა და პირიდან საშინელ ხმებს უშვებდა,ნიშნად იმისა,რომ გაუსაძლისად სტკიოდა და შიგნით ყველაფერი უდუღდა.  ფეხებში ძალა გამოეცალა და მოეკეცა.  მოთქმით დაემხო იატაკზე და მუშტები დაუშინა პრიალა ზედაპირს.

- ჯიმინ,გთხოვ... - მასთან ჩაიმუხლა ჯონგუკი შეწუხებული სახით,მას სტკიოდა როდესაც მის ომეგას ასეთ ვითარებაში ხედავდა და არაფრის კეთება შეეძლო. დამშვიდებისაც კი,რადგან ომეგა მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.  მტევნები შემოხვია ომეგის მთრთოლვარე მხრებს. ჯიმინმა სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცა და მისი ხელები ისევ მოიშორა. 

- მთხოვ?!- იყვირა მან.- რას მთხოვ,სულელო ალფავ?- ხმის ტონს ვერ ინარჩუნებდა ომეგა და ბოლო ხმაზე ყვიროდა. ჯონგუკი მიხვდა,რომ მალე პანიკა დაეწყებოდა.- მთხოვ რომ დავმშვიდდე,არა? შენ შეძლებდი დამშვიდებას?- მის საყელოს ჩაეჭიდა და მაგრად ექაჩებოდა. - იმ ნაბიჭვარმა ალფამ,რომელიც მიყვარდა ამდენი წელი ტყუილში მაცხოვრა. გამომიყენა, გამანადგურა და იმის სურვილი და ნებაც არ იქონია,რომ ჩემთვის გაემხილა ეს ყოველივე. იმდენად ეგოისტი და უგულო ყოფილა,მე კი მიყვარდა და ჩემს თავს ვუზიარებდი.- სახეში აყრიდა სიტყვებს ჯონგუკს. მას კი თვალები აუცრემლიანდა ჯიმინის შემხედვარე. სახე მთლიანად ცრემლებით ჰქონდა დანამული და თვალები ამოწითლებული.   - მიყვარდა,ჯონგუკ. გესმის?! - იღრიალა და ჯონგუკს მკლავებში ჩაუვარდა.  მაგრამ უეცრად ხელი მაგრად ჰკრა მკერდზე. - ეს ყველაფერი შენი ბრალია! შენს გამო გამომიყენა.- სილა გააწნა სახეში.- შენ!შენ! შენ! შენს გამო ნაბიჭვარო! შენ ხარ ამ ყველაფრის თავი! მძულს ყველაფერი! მძულს ჩემი თავი,და მძულს ეს სამყარო,რომ ასე გამომიყენა! რა დავაშავე?!  მითხარი ჯონგუკ რა დავაშავე? -  ძალა გამოცლილმა თავი ჯონგუკის მკერდს მიადო. მან ხელები შემოხვია და ფეხზე წამოაყენა. ერთ წამს ფეხზე იდგა მაგრამ უენერგიობით ისევ დააპირა ჩაჯდომა,ჯონგუკმა მოასწრო მისი დაჭერა და ხელში აიტაცა.  ჯიმინს გონება ებინდებოდა და ირგვლივ ყველაფერს შავად ხედავდა. არც ახსოვს როგორ მივიდნენ საწოლამდე,მაგრამ იგრძნო როგორ გახადა ფეხზე ჯონგუკმა. 

☁︎𝚃𝙾𝙺𝚈𝙾 𝙳𝚁𝙸𝙵𝚃✈︎Where stories live. Discover now