12

275 36 8
                                    

ჯიმინი საშინელი თავის ტკივილით იღვიძებს.  თვალებს გაჭრვებით ახელს, ხედვაში კი ყველაფერი, ყველა ნივთი ერთმანეთში იდღაბნება. როცა წესიერად შეძლო გარემოს აღქმა, გაანალიზა , რომ თეთრ, წამლების სუნათ გაჯერებულ პალატაში იწვა. ჯიმინს ბავშვობიდანვე არ უყვარდა საავადმყოფოები და როდესაც საკუთარი თავი ახლა
ერთ-ერთ ოთახში მყოფი იპოვა ,ტანში გასცრა და უეცარმა პანიკამ აიტანა.  ჯერ კიდევ ნახევრად არ იყო გონზე და არ ახსოვდა საერთოდ რატომ მოხვდა ამ ადგილას.  თავი ოდნავ წამოსწია და დაინახა ჯონგუკი , რომელსაც მის ხელზე თავი ჩამოედო და ისე იჯდა მასთან. ბალიშის შრიალის ხმაზე თავი წამოყო, როგორც ჩანს არ ეძინა, სახეზე შეშფოთება ეხატა და სახის  ყველა წერტილზე აკვირდებოდა.

- ჯიმინ? კარგად ხარ, საყვარელო? რამე ხომ არ გტკივა? 

- კარგად ვარ გუკი. - ჯონგუკის ხელსზე სახე ჩამოდო, რომელიც ლოყაზე ეფერებოდა. - აქ რატომ ვარ? - იკითხა დაეჭვებით  და ოთახს მოავლო მზერა. 

- არაფერი გახსოვს?  შენ ხომ... 

- კიბიდან დავგორდი.- წინადადება არ დაამთავრებინა ისე განაგრძო თვითონ. - ჩემი ბავშვი!- პანიკურად დაიწყო ხელი მუცელზე. ჯონმა სევდიანი მზერა მოავლო და ღრმად ჩაისუნქა მოსალოდნელი სიტუაციისგან , როცა ჯიმინი გაიგებდა, რომ არანაირი ბავშვი აღარ არსებობდა. -  ჯონ ჯონგუკ, ბავშვზე გეკითხები. - გაებზარა ხმის ტონალობა მას. - როგორ არის ის?

- მაპატიე ჯიმინ, ვერ შევძელი თქვენი დაცვა. - ამოიტირა ჯონგუკმა და თავი ქვევით დახარა. 

- არა... -  მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შეძლო მისავათებული ხმით. დარჩენილი ერთი საათი კი ხმამაღალი კივილის ხმა გამოდიოდა ჯონ ჯონგუკის ომეგის ვიაიპ პალატიდან. თავად ალფას, მის მოცახცახე მკერზე ედო თავი და სხვა გზა არ დარჩენოდა, გარდა ცხარე ცრემლებით ტირილისა.  

ცოტა ხანში ჯიმინს ექთნებმა დამამშვიდებელი გაუკეთეს, რამაც მისი ძილი გამოიწვია.   ჯონგუკი ოთახიდან დაღლილი და ჩაწითლებული თვალებით გამოვიდა.  იქვე მდგარ დაცვას ყინულივით ცივი მზერა გაუსწორა და ანიშნა მოსულიყო.

☁︎𝚃𝙾𝙺𝚈𝙾 𝙳𝚁𝙸𝙵𝚃✈︎Where stories live. Discover now