10

308 34 6
                                    

დილით ჯიმინი როგორც რომანტიკულ ფილმებშია ისე,მზის სხივებს არ გაუღვიძებია. საბედნიეროდ ფარდები ბოლომდე იყო გადაწეული.  ძილბურანში მყოფს თავიდან მხოლოდ წყლის წვეთების შეგრძნებამ გააღვიძა,შემდეგ კი ერთმა ჭიქა წყალმა,რომელიც ჯონგუკმა სახეში შეასხა. 

- სულ გაგიჟდი ჯონგუკ?! - იყვირა შეშინებულმა და გალუმპულმა.- ჯონგუკ,შე იდიოტო!- განაგრძო ღრიალი როდესაც ალფამ პასუხი არ გასცა და სიცილისგან ზურგში მოიხარა.  

- მაპატიე ,მაგრამ უკვე შუადღის პირველი საათია. მითხარი,ასე ძალიან რა დაგღალე გუშინ,რომ გაგუდულს გეძინა? 

- დაახვიე რა.- ამოიბუზღუნა,საბანი გადაიძრო და ფეხზე წამოდგა. სააბაზანოსკენ მიაბიჯებდა გაბრაზებული რა დროსაც ჯონგუკმა დაიჭირა და წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც არ გაუშვა.  ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული და მკერდზე მაგრად იკრავდა. 

- სიმართლე გითხრა,არ მეგონა დილით ასეთი გაბედული თუ იქნებოდი.- გაეხახუნა ცხვირით ცხვირზე და ტუჩებზე წამიერი მაგრამ ნაზი კოცნა დაუტოვა. 

- ვერ გავიგე რას ამბობ. - ყურადღება სულ არ გაუმახვილებია მის სიტყვებზე ჯიმინს,ისე დახუჭა თვალები,კისერზე ხელი შემოხვია და მშვიდად იღებდა ჯონგუკის კოცნებს,რომელმაც მთელი სახე მოიარა.

- ზოგადად,გამიგია რომ ომეგები სექსის შემდეგ ძალიან მორცხვები არიან,ლოყები უწითლდებათ იმის გახსენებისას,რაც წინა ღამეს ჰქონდათ თავიანთ ალფასთან. შენ კიდევ ლოგინიდან ისე ურცხვად წამოდექი,თითქოს ტანზე რამე გეცვას,ან დიდი ხნის დაქორწინებულები ვიყოთ.  

წამების შემდეგ,როცა ჯონის სიტყვები ტვინამდე დავიდა, ჯიმინმა სიამოვნებისგან დახუჭული თვლაები სასწრაფოდ დაჭყიტა და ტანზე დაიხედა.  დაიყვირა,ალფას მოსორდა და აბანოში შევარდა.

- ყველა საზიზღარი ადამიანი ხარ ,ვინც შემხვედრია!- ყვირის იქიდან 

☁︎𝚃𝙾𝙺𝚈𝙾 𝙳𝚁𝙸𝙵𝚃✈︎Where stories live. Discover now