ჯიმინი გაკვირვებული და აღელვებული უსმენდა კასუჰიროს სიცილს,რომელიც მომაბეზრებელიც კი ხდებოდა უკვე.
ტობიასის მკლავს იყო ჩახუტებული და ალფას სახეზე უყურებდა. იმის მოლოდინით,რომ ეტყოდა- "ეს უბრალოდ,ფანტაზიაა". მაგრამ როგორც ჩანს,ის არაფრის თქმას არ აპირებდა. მხოლოდ გაქვავებული იდგა,წინ მდოგმის სახეს აკვირდებოდა და ჯიმინის თითებს მაგრად უჭერდა.- ტობიას,მითხარი რომ ეს სულელური ახირებაა.- ამოიღო ხმა ჯიმინმა.
- ძვირფასო,დავსევდიანი.- მოჩვენებით მოიწყინა - ნუთუ ჩემი სიტყვების არ გჯერა ?- ნუ მიმართავ მას ასე! საკმარისად ილაყბე უკვე. დაველაპარაკები.- მხარზე ხელი მოხვია ომეგას და საკუთრი მანქანისკენ წაიყვანა.
- ტობიას,ეს რა სისულელეა?! რას ნიშნავს მხოლოდ ერთ გადარჩება თქვენს შორის?! ან საერთოდ ეს იდიოტი ვინაა?!- არაფრის თქმა არ დააცადა ისე გადავიდა პირდაპირ ზეწოლაზე.
- ჯიმინ,დამშვიდდი კარგი?- ხელებით დაეყრდნო მხრებზე.- ძალიან დიდი ხანია მემეტერება და ჟენევაში შემეჩეხა შემთხვევით. კაზინოშ მასთან თამაში წავაგე,ამიტომ მომიწია მისი სურვილზე დამორჩილება. - აღელვებული უხსნიდა ჯიმინს ,რომელმაც მისი უხეშად მოიშორა.- და რაც არ უნდა ყოფილიყო,ამ ყველაფერს ახლა უნდა ვიგებდე? დღეს რომ არ შეგვხვედროდა კიდევ რამდენხანს დამიმალავდი? თუ ამ ყველაფერს მაშინ გავიგებდი როდესაც დამირეკავდნენ და შენი გარდაცვალების ამბავს მეტყოდნენ?- კისერზე ძარღვი ეჭიმებოდა და მკერდზე შიგადაშიგ დაარტყამდა ხელს ტობიასს.
- ასე არ არის,მე ვცდილობდი ეს მეთქვა. მაგრამ ამის შანსი არ მომეცა. მაშნ როდესაც ასეთი მონდომებით სწავლობდი მანქანის მართვას,არ შემეძლო ჩემი ამბავი ჩამეკვეხებინა. სიტუაციამ ხელი არ შემიწყო,შენ ხომ მაშინვე ყველაფრის სურვილი წაგიხდებოდა?- ვედრებით სავსე სახით უყურებდა ალფა ჯიმინს.
- ეს არ გამართლებს.- გამოსცრა ჯიმინმა.- ნუ კარგი,რა მნიშვნელობა აქვს უკვე.- გაბრაზებულმა და ნაწყენმა ხელები მკერდზე შეკრა.
- ჯიმინ,მაპატიე. ძალიან გთხოვ. ეს ყველაფერი არც მე მინდოდა. ეს ჩემი სურვილი არ ყოფილა,ხომ გესმის არა?- მხრებზე შემოხვია ხელი.