ჯიმინი თვალებს გაჭირვებით ახელს. მთელი სხეული პარალიზებული აქვს და თითის განძრევაც კი არ შეუძლია. თავს ისე გრძნობს თითქოს ახალი ნაოპერაციები იყოს და ნარკოზიდან გამოდიოდეს. როგორღაც მისი გამხმარი ტვინი მიხვდა,რომ რაღაც წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო და ამიტომ გრძნობდა თავს გაყინული თევზივით. იმის თავი არ ჰქონდა რომ თითებით თვალები მოესრისა. მტანჯველი 5 წუთის შემდეგ,როდესაც ხედვა დაუბრუნდა ჭერს ახედა. რატომღაც ვიფქორბდა ,რომ საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში იმყოფებოდა. მაგრამ ჭერის მოყვანილობამ დააეჭვა. ვიაიპ ოთახშიც კი არ აქვთ ფრანგული ჭერი და ასეთი გრაციოზული ჭაღი,რომელიც მისდა სასიკეთოდ დაბალ განათებაზეა დაყენებული. წარბები შეკრა და თავი წამოსწია,როდესაც გარემოს მოავლო თვალი გველნაკგენივით წამოიწია და წამოჯდა. სქელი ლამაზი ფარდებით ბოლომდე იყო გადაწეული , ფანჯრებს ბოლომდე ფარავდა და თითქმის კედლის ნახევარი ადგილი მოეკავებინა,ვიღაცამ იზრუნა რომ მზის სხივებს პაკი არ შეეწუხებინათ. ოთახის კედლები ნაცრისფერში იყო,ისეთი როგორიც ჯიმინის. რადგან თვალის გაღიზიანება არ გამოეწვია. ჯიმინს ყოველთვის უყვარდა როდესაც საძინებელი ოთახი მუქ ფერებში იყო,რადგან ეს ის ადგილია სადაც განტვირთვა და ძილი არის დაკავშირებული. მყვირალა ფერები კი მას ყოველთვის აღიზიანებდა. ავეჯი კი გახუნებული წიგნის ფურცლების ფერი იყო. ფურცლები მოყვითალო ფერის და წარწერები შავი მხოლოდ იმიტომ არის ყოველთვის,რომ ეს ფერები ერთმანეთში კარგად ჯდებიან და თვალის დაღლასაც არ იწვევენ. გარდერობის გვერდით დიდი სარკე იდო,სადაც ნათლად ხედავდა პაკი მის ანარეკლს. ლოგინი კრემის ფერი იყო,თეთრეული კი მთლიანად ნაცრისფერი. ომეგამ თავი გაატრიალა და დაინახა მწვანე ფერის კრესლო,ამაყად რომ იდო ჟურნალების მინის მაგიდის წინ. და ასევე დიდი მწვანე ოთახის პალმა. აი ის ჯიმინსაც საძინებელში რომ ჰქონდა. კითხვისას ხშირად ეღლებოდა თვალი,მწვანე ფერზე გაშტერებისას კი სტრესი და დაღლა ეხსნებოდა და ისევ აგრძელებდა კითხვას. (ექიმის რჩევაა,თვალის მოსადუნებლად თუ თქვენც ჩემსავით გეღლებათ კითხვისას. მცენარე აუცილებელი არაა,ნებისმიერი რამ რაც კი მწვანეა გქონდეთ ოთახში). ლოგინის წინ კი დიდი პლაზმური ტელევიზორი ეკიდა კედელზე. თვითნ ოთახი კი უზარმაზარი იყო. ჯიმინი გაშტერებული იყურებოდა.