11

371 38 38
                                    

იცით,ყველაზე საწყენი რა არის? ერთი საათი თვალის დახამხამებაში გადის რაც ერთ ადგილას ვზივარ და ვწერ ახალ თავს. ცხრაჯერ ვშლი და გამართულად დაწერილი მომაქვს მკითხველთან. სკამის ფორმა მივიღე მეთქი ,რომ ვამბობ, მაშინ მაგას მართლა ვგულისხმობ. ვინმეს თუ ჰგონია,რომ სიუჟეტის მოფიქრება ასეთი ადვილია,კარგი ბატონო. თქვენთვის კი იკითხება ერთ ამოსუნთქვაში,მაგრამ იმ ნაწერშიც ძალიან დიდი წვლილია შეტანილი.  ან ამხელა ნაწერის მილიონჯერ გადაკითხვა და კორექტირება,თუმცა თვალი იმდენად მეღლება,მაინც გამომრჩება ხოლმე შეცდომები. ყოველ დღე ვფიქრობ და გონებაში ვალაგებ თუ როგორ უნდა წარიმართოს ფიკის მოვლენები. ბევრჯერ ვიცვლი აზრს. მოკლედ ერთი სიტყვით ვიღლები წერისას,მაგრამ მსიამოვნებს და მიხარია ზოგიერთის კომენტარები.  არ მინდოდა მეფიქრა,რომ სულ ტყუილად ვწერდი,მაგრამ როგორც ჩანს ნელ-ნელა ხდება. თქვენი უმრავლესობა კი ჩუმად ადევნებთ თვალს და იმისი ღირსადაც არ მთვლით,კომენტარი დაწეროთ ან თუნდაც დაავოუთოთ. ერთი თავის კომენტარებაც კი ვერ ააღწიეს მინიმუმ 30 კომენტარს. აი ეს მიქრობს წერის სურვილს! და არავინ არ თქვას რატომ ვარ უკმაყოფილო! თქვენ ,რომ წერთ ან დაწეროთ,თავადაც გაგიხარდებათ და გიხარიათ ბევრი კომენტარი,ისე უხარია სხვასაც. კეთილი ინებეთ და დააფასეთ სხვისი შრომა, ქურდბაცაცებივით კი ნუ კითხულობთ. 


ქორწინებიდან ერთი თვე გავიდა ,წყვილი თაფლობის თვეშიც იყვნენ და უკვე სახლშიც დაბრუნდნენ.  ჯიმინი თავისი ოთახიდან გამოვიდა და ქვევით ეზოში ჩავიდა, სადაც მისი საყვარელი ჰამაკი ეგულებოდა ჩრდილის ქვეშ. ჯონგუკი ეგრევე სამსახურში გავარდა,ისედაც ერთი თვე ჯექსონზე იყო მიბარებული. ომეგა ჰამაკში ჩაჯდა და მუხლებზე მარწყვი სავსე ჯამი დაიდო.  ფეხებს ჰაერში აქნევდა თან ტკბილ,წვნიან ხილს გემოს უსინჯავდა.  ბედნიერად გაიცინა, სახლში დაბრუნებული ჯონგუკის სახე დაუდგა თვალწინ, როდესაც ახალ ამბავს ეტყოდა. დარწმუნებული იყო ალფა მეცხრე ცას ესტუმრებოდა სიხარულით. 

☁︎𝚃𝙾𝙺𝚈𝙾 𝙳𝚁𝙸𝙵𝚃✈︎Where stories live. Discover now