7

299 35 33
                                    

- გამარჯობა პატარა  ბიჭო.- გაიცინა ჯექსონმა.- აბა,თავი ძალიან ხომ არ მოგანატრე?

- სულ გამოშტერდი?- იყვირა ჯიმინმა.- იდიოტო,მკვდარი მეგონე და შენს თავს ვგლოვობდი,როდესაც ცოცხალი ყოფილხარ.- გაცხარდა ჯიმინი და მისკენ დაიძრა გაბრაზებული, უცებ კი კისერზე მაგრად მოხვია ხელები და ძლიერად ჩაეხუტა.- სულელო,შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი.- აუცრემლიანდა თვალები ომეგას.

- და რა,ახლა არ ვარ?- შეეცადა მის გამხიარულებას ჯექსონი.

- ჯექსონ შვილო,სად დაიკარგე ამდენ ხანს?- ეკითება შეწუხებული ჯონგუკის დედა.

- კარგი რა დედა,ტოკიოში,რომ ვიყავი რანაირად ითმენდი ჩემი ნახვის გარეშე?- ხვნეშის ჯექსონი.

- დედა?- სახეზე შეშფოთება ემჩნევა ჯიმინს და ალფას მკლავებს შორდება.

- კარგი,პირველ რიგში ძალიან გთხოვ მაპატიე,რადგან მოგატყუე.- მოიქავა კეფა ჯექსონმა.- ჩემი ნამდვილი გვარია ჯონი. და მე და ჯონგუკი ძმები ვართ.- უთხრა დარცხვენით ყურებ აწითლებულმა. ჯიმინი კი მხოლოდ დუმს.

- ძმები? სერიოზულად? მაინტერესებს,კიდევ რას აღმოვაჩენს ახალს.- იყურება გარშემო ომეგა. - თურმე მთელი ჯონგუკის ოჯახი  მიცნობს და ჩემს შესახებ ყველაფერი იციან. აქით კი შენ,რომელიც მისი ძმაა და ჩემს ირგვლივ ტრიალებდი ამდენი წელი სხვისი გვარით.

- ვშიშობ ჯერ მეტს არაფერს.- ეცინება ჯონგუკს.

- კარგი ჯანდაბას,ეს ალბათ რამე ჯონგუკის გეგმის ნაწილი იყო,შენი ჩემს ირგვლლივ ტრიალი. რაც  ტობიასმაც არ იცოდა.- ასავსავებს ხელებს.- შეგიძლია მიპასუხო,როგორ გადარჩი?

- ნუ,ჩემი ხერხები მაქვს.- ჩაიცინა ალფამ.

- ჯიმინ,რაც არის ის არის.- მიუახლოვდა ჯონგუკი და წელზე ხელი შემოჰხვია.- მას მე ვთხოვე ,რომ შენთვის თვალყური ედევნებინა,რადგან ტობიასს არ ვენდობოდი. არ ვიყავი დარწმუნებული რომ რამეს არ დაგიშავებდა.- ახსნა ალფამ- ეს ჰეჯუნია,ჩემი მარჯვენა ხელი და მეგობარი.- უცებ თემა შეცვალა და აცნობს პარკებით დატვირთულ ალფას ჯიმინს. საპასუხოდ ჯიმინი ლამაზად უღიმის ,ალფა კი თავს უკრავს.- ჰეჯუნ, სამზარეულოში დადე და გამოიტანენ მერე.  ახლა კი მოდით,მაგიდასთან სხედან და ჩვენ ვაკლივართ მხოლოდ. 

☁︎𝚃𝙾𝙺𝚈𝙾 𝙳𝚁𝙸𝙵𝚃✈︎Where stories live. Discover now