6

333 29 38
                                    

- ჰმმ,მორიგი ცხელი ღამე?- ჰკითხა ოთახში 20 წუთში გაჩენილ მინ ჰეჯუნს.  24 წლის ალფას,რომელიც არის იუნგის ძმა და უკვე 7 წელია ჯონგუკის მარჯვენა ხელი და ამავე დროს საუკეთესო მეგობარიცაა. 

- ჯანდაბა,ხო.- ხვნეშის და სავარძელში ხმაურიანად ეხეთქება. - ნამდვილი კახპა,ტანიდან ვეღარ ავიძრე და სახლიდან 1 საათიანი მონოლოგისა და კივილის თანხლებით გავაგდე.  სანამ მორიგ გინებას გამოუშვებდა ჩემს მიმართ კარები ცხვირწინ მივუხურე და სწორედ მაშინ დარეკა იუნგიმ სახლის ტელეფონზე. ჩემი ტელეფონი კი სად ეგდო ისიც არ ვიცოდი. - ისრესს შუბლს ჰეჯუნი.

- მაინც ვერ ვხვდები ასე კინწისკვრით რატომ გააგდე სახლიდან?- შეკრა წარბები ჯონგუკმა და მაგიდისკენ მიიწია. ხელები ზედ დააწყო,თითები ერთმანეთში ახლართა და მოპირდაპირედ მჯდომი ალფის პასუხს დაელოდა.

- კარგი რა,ყველაზე უკეთესად იცი,რომ ერთღამიანი ურთიერთობების მოყვარული ვარ. და სხვათა შორის როდესაც მანქანაში ჩამიჯდა ფხიზელ მდგომარეობაში იყო და ადამიანურად ვუთხარი,რომ მხოლოდ ერთი ღამისთვის მჭრდებოდა. ჩვეულებრივად შევთანხმდით, თანხაც მივეცი და დილით ჩემი პარტნიორობა მოუნდა. უარი ვუთხარი და კისერზე ჩამოკიდება დამიწყო. მოკლედ ეს დილა კატასტროფა იყო. ამიერიდან სახლში არავის მივიყვან. - ამბობს შეწუხებული ალფა და კისერს უკან აგდებს. ჯონგუკი მხოლოდ ხმამაღლა იცინის.

***

- დილიდან დაღლილი მოვედი კომპანიაში,ასე რომ მეტ სხდომას ვეღარ დავესწრები. გააუქმე ყველასთან შეხვედრა.-  ეუბნება სხდომის ოთახიდან მომავალი ჯონგუკი, მდივანს,რომელიც უკან მოყვება  და თან პერანგის სახელურებს იკეცავს. 

-  დირექტორო,დღეს ლანჩი გქონდათ ბატონებთან,ნამჯუნთან და ჰოსოკთან. რა გადავცე მათ?- ჰკითხა ომეგამ და თავაზიანად გაუღო კაბინეტის კარები.

- ბოდიში მოუხადე ჩემი სახელით და უთხარი რომ საღამოს ჩემთან ველოდები,ვიღაც უნდა გავაცნო.- ჩანთა აიღო,კოსტუმი ხელზე გადაიკიდა და კარებისკენ წავიდა. - თავიანთი ომეგებიც წამოიყვანონ. და რა თქმა უნდა ჰეჯუნზეც არ დაგავიწყეს თქმა.-გაახსენდა ბოლოს და გავიდა.

☁︎𝚃𝙾𝙺𝚈𝙾 𝙳𝚁𝙸𝙵𝚃✈︎Where stories live. Discover now