ჯიმინმა აბსოლუტურად ყველაფერი იყიდა,ისინიც რაც ჰქონდა მაგრამ განსაახლებელი იყო. დიდ მოლს მხოლოდ მაშინ მოშორდა როდესაც ფეხები საშინლად ასტკივდა და ამ წყეულმა ბოტასებმაც ფეხის ყველაზე პატარა თითი აუგდო. უცებ შავი სანდლები იყიდა და გამოცვლისას ,ქუსლთან პატარა წყლულიც დალანდა. ომეგას უცებ თავში დაარტყა,რომ კუჭიც აქვს და დილის მერე საჭმელი არ უჭამია. ახლა შუადღის 3 საათია. ჯიმინმა ბურგერები იყიდა,თავისი წვენითა და ნაყინებით და იუნგის და ორი დაცვის წევრსაც გაუნაწილა. იუნგიმ დაცვას გაკვირვებულმა შეხედა.
- რა მოხდა?- ჩაკბიჩა ბურგერი პაკმა.
- ზოგადად ასე არ ხდება ხოლმე,- გახსნა შეფუთვა იუნგიმ.- ჩვენ დაცვის ნაწილი ვართ,თითქმის მონებივით ადვილი წარმოსადგენი რომ იყოს,ამიტომ ჩვენი უფროსები ჩვენზე არ ზრუნავენ და...
- ჰეი შენ ბეტავ,სახეზე მკვდრის ფერი რომ გადევს,- ატკაცუნებს ხელებს ჯიმინი.- ენა გააჩუმე და ჭამე შენი წილი. მე ვიცი,რომ ჯონგუკი თქვენდამი ძალიან მეგობრულადაა განწყობილი და როგორც შენ ახსენე "მონები"-ვით არ გიყურებთ ზემოდან. არც მე ვარ ისეთი ვინმე,რომ რადგან მათზე რამოდენიმე საფეხურით მაღლა ვდგავარ დავამცირო. თან ამ ბიჭებმა ლანჩი დაიმსახურეს,მთელი დღეა პარკებს ეზიდებიან და შენ ,იუნგი,- გაიშვირა თითი მისკენ.- საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებ და ჩემდა საბედნიეროდ ზედმეტი კითხვის დასმისაგან თავს იკავებ,დამჯერად მომყვები ყველგან. გეტყობა რომ ამდენი წელია ერთი და იგივე საქმეზე მუშაობ,ნამდვილი სპეციალისტი ხარ.- გაიცინა ხმამაღლა,მოახერხა ისე რომ მაინც მიიყვანა იუნგის სახე ამჟავებულამდე.
- მოკლედ,როცა ჭამას დაასრულებთ მინდა ჯონგუკის კომპანიაში მიმიყვანოთ.- თქვა პაკმა.- იქ დამტოვეთ,თქვენ კი სახლში წადით,არ მინდა პროდუქტები გაფუჭდეს.
ნახევარი საათის შემდეგ ჯიმინი კომპანიის შესასვლელთან ჩამოსვეს. უზარმაზარი შენობის ნახვისას დაუშტვინა და თავაწეულმა ბოლომდე მზერა ვერ გაუსწორა სიმაღლეს,მზის მწვავე სხივებმა თვალი მოსჭრა. მინის მბრუნავ კარებში შევიდა და გეზი მიმღებისკენ აიღო. მიმღებმა გოგომ ყურმილი გათიშა და ჯიმინს მიესალმა.