2

354 31 10
                                    

*1 კვირის შემდეგ*

- საშინლად დავიღალე.- წუწუნით შეაღო ჯიმინმა ბინის კარები.
ჩანთა იქვე ჟურნალების მაგიდაზე მიაგდო და ფეხზე გაიძრო.
- მიზნის მიღწევა-შრომასა და დაღლას მოითხოვს.- მიმართა ტობიასმა და შემოსასვლელი კარები საგულდაგულოდ ჩაკეტა.
ფეხზე შემოსასვლელშივე გაიხადა და აკურატულად შეაწყო კარადაში.
მისაღებში, ტელევიზორის წინ დაყრილი ჯიმინის ფეხსაცმელიც აიღო და კარადაში შეაწყო.

თვითონ ომეგა დივანზე იყო წამოწოლილი და კისერი დივნის კიდედან ჩამოეგდო.
ტობიასი მიუახლოვდა და ხმაურიანად აკოცა ყელზე.
კედელზე დაკიდებული დიდი პლაზმური ტელევიზორი ჩართო და ცოტახანში ჩაბნელებული ოთახი ლურჯი გამოსხივებით განათდა.
თვითონ გვერდით მიუჯდა და ომეგის ფეხები კალთაზე დააწყო.

- გეძინება? ჯერ მხოლოდ 9 საათია.- ჰკითხა ალერსიანად და მუხლზე ხელს უსვამდა.
- ძალიან დავიღალე. და ხო, მეძინება. - ჯიმინი ფეხზე წამოდგა და ტობიასს ჩვილი ბავშვივით ჩაუჯდა კალთაში.
ალფამ ხელები მაგრად მოხვია და შუბლზე ეამბორა.
- საძინებელში წაგიყვანო?- ჰკითხა და ტელევიზორის ეკრანს თვალს არ აშორებდა.
- ცოტახანს ასე ჩამეხუტე და მერე წამიყვანე.- ამოიკრუსუნა მან.
ტობიასს გაეცინა და ფილმის ყურება განაგრძო.
10 წუთის შემდეგ,როდესაც ჯიმინის სუნთქვა დამშვიდდა, ხელი ფრთხილად შეაცურა მის ფეხებს შორის და ხელში აიტაცა.
კარის სახელური ფეხის თითებით ჩამოწია და უხმაუროდ შეაბიჯა ოთახში.
ლოგინის კიდეზე დააწვინა და კარადიდან პიჟამოები გამოიტანა.
ფრთხილად გამოუცვალა და ლოგინში კომფორტულად ჩააწვინა. თვითონ კი სააბაზანოს ოთახში შუქი აანთო.

უკვე ერთი კვირა გასულიყო იმ დღიდან,რაც ჯიმინი მანქანის ოსტატურად ტარებას სწავლობდა.
საკმაოდ ნიჭიერი მოსწავლე გამოდგა,რაც ტობიასს ძალზედ ახარებდა. მანქანის სავარძელს აკრული, შიშისგან,როდესაც უხეშ მანევრს აკეთებდა უსაფრთხოების ღვედს მთელი ძალით ჩაეჭიდებოდა ხოლმე. მაგრამ მაინც ღიმილიანი სახით შეანათებდა და დიდ სტიმულს აძლევდა ომეგას.
ჯიმინის მსგავსი ყოჩაღობა, დამოკიდებული იყო მისი ბავშვობის ოცნების ახდენისკენ.
ყოველთვის სურდა ეს სიამოვნება გამოეცადა. განსაკუთრებით 14-15 წლის ასაკში,როდესაც თინეიჯერი იყო და მისი ტოლები მამების მანქანებით თავს იწონებდნენ.
მაგრამ ჯიმინი არ ნანობს, არცერთი წუთს და წამს.
მას ახლა ჰყავს ალფა,რომელსაც გაგიჟებით უყვარს და მისთვის ყველაფერზეა წამსვლელი.
და ყველაფერს ასწავლის, რაც კი მისი ცოდნის არეალს არ აღემატება.

☁︎𝚃𝙾𝙺𝚈𝙾 𝙳𝚁𝙸𝙵𝚃✈︎Where stories live. Discover now