გული გამიხარეთ და კომენტარები მომაყარეთ,ამ თავზე განსაკუთრებით ვიწვალე😙☕😁
ჯექსონი ერთხანს ჩუმად იყო და მოქუფრული უყურებდა ძმას.
- იცოდი და მალავდი? იცოდი და არ გააგდე?- თქვა საბოლოოდ.
- მისიმნე ჯექსონ.- წამოიწია ჯონგუკი წინ. - არ შემიძლია ასე უბრალოდ ავდგე და ამ სახლიდან გავუშვა, სიტყვებით: "იცი რა იუნგი? მე გავიგე, რომ გიყვარვარ და სამსახურიდან უნდა გაგაგდო რადგან ეს დაუშვებელია".- გააჯავრა მან.
- თუნდაც,ეს შენი სახლია და შენი ბრძანებით სრულდება ყველაფერი. ერთი უბრალო ბეტის გათავისუფლება გენანება?- ვერ გაიგო ალფამ.
- ის ამ სახლში ხუთი წელია მუშაობს და მან ძალიან ბევრი რამ იცის. სახლს ის მართავს და ძალიან მცირე მაგრამ მნიშვნელოვან დეტალებს აგვარებს, რაც ბევრმა არ იცის. ჯიმინი ჯერ მე არ მიცნობს და არც იმდენად არ არის გახსნილი ,რომ ამ ყველაფერს თავი გაართვას. ჯიმინს სჭირდება მეტი შეცნობა ამ სახლის,ძალიან ბევრი წვრილმანების. მე ისედაც არ ვაპირებ იუნგის აქ გაჩერებას,ჩემი სახლის დიასახლისი მხოლოდ ჯიმინი იქნება და ვშიშობ იუნგიმ ეს იცის. არ მინდა მოვლენების დაჩქარება. იუნგი აქ რჩება სანამ მე და ჯიმინი არ დავქორწინდებით. - თქვა და ტუჩები მოკუმა ჯონგუკმა.
- მაშინ იქნებ მალე დაქორწინდეთ?- არ ეშვება თავისას.- ქორწინებიდან მეორე დღესვე არ არის აუცილებელი ბავშვები აკეთოთ. მხოლოდ ის მინდა,რომ იმ ბეტამ ჯიმინის გარშემო არ იტრიალოს. ნამდვილი შიზოფრენიკის გამოხედვა აქვს. მის გვერდით სულ ფხიზლად უნდა იყო,როდის ჩაგარტყამს არ იცი.
- და რას მთავაზობ?- გადაიჯვარედინა ხელი მკერდთან.
- სადმე წადით დასასვენებლად,ზაფხულია. მარტო იქნებით,დაახლოვდებით ცოტა და ხელი თხოვე.
- შენი აზრით ჯიმინმა იცის?- იკითხა უეცრად ჯონგუკმა.
- დანამდვილებით ვერ გეტყვი.- მოჭუტა თვალები. - 50/50- ზე ვარ. ვფიქრობ იცის და იმიტომ იქცევა ასე მაგრამ მეორე ფიქრიც მაქვს. საიდან იცის? იუნგი ისეთია 100% დარწმუნებული ვარ არავის ეტყოდა ამის შესახებ,გარდა მისი ძმისა.