ორი წყეული დღე გავიდა და ის ლაწირაკი სკოლაში არ მოსულა, ნუთუ ასე ძლიერად ეშინია ჩემი, მაგრამ სწორედაც უნდა ეშინოდეს. როგორც მამაჩემი ამბობს სუსტებისათვის ეს სამყარო არ არის შექმნილი, ის კი ყველაზე სუსტი არსებაა ვისაც კი ვიცნობ მთელს დედამიწაზე, სახლში მივდივარ იმ იმედით რომ ხვალ მაინც მოვა, მაგრამ ეჭვი მეპარება მე არ გავრისკავდი. და აი ვარ უკვე ჩემს სახლში... სახლი სადაც ბედნიერი წუთები არ არსებობს როგორც ყოველთვის გულცივად მხვდება, დედა რომელიც თბილად უნდა მეპყრობოდეს თვალს მარიდებს, ხოლო მამა... მამა უბრალოდ ისე მიყურებს თითქოს და ძირს დაგდებული ნაგავი ვიყო, მაგრამ ამას უკვე წლებია რაც მივეჩვიე, ჩვენს სახლში სითბო სიყვარული, ნდობა ეს ყველაფერი უცხოა, ხშირად მიკვირს თუ როგორ მოახერხეს ჩემმა მშობლებმა ჩემი შექმნა, რადგან ორივეს აშკარად აწერია სახეზე ერთმანეთის მიმართ ზიზღი, მათ ვესალმები და ოთახში ავდივარ, ჩემს ოთახში სადაც მხოლოდ სიცარიელე და თეთრი კედლები მხვდება. საწოლზე ვწვები და ფვიქრობ, მასზე. ვერ ვხვდები რატომ, მაგრამ მაინც ვფიქრობ მასზე. ტელეფონზე ქუქი მირეკავს და შესახვედრად მასთან მივდივარ. ჩვენს სახლში ვართ ერთად და ხმას არცერთი არ ვიღებთ.
- რა ხდება?- ვეკითხები მას და თვალს ვავლებ რომელიც ნერვიულად ათამაშებს თითებს.
- ეს კიმი ნერვებს მიშლის.- ამბობს და თავს ხრის.
- რომელ კიმს გულისხმობ.
- ნამჯუნს.
- რა ხდება?
- ისე მექცევა თითქოს და მანიაკი ვიყო, ყველა ნაბიჯს მიკონტროლებს განსაკუთრებით თავის თეჰიონთან დაკავშირებით, ჯინია მისი ძმა თუ ეგ ვერ გამიგია.
- რა ჯანდაბა გინდა თეჰიონთან შენც თავი დაანებე და ნამჯუნიც დაგანებებს თავს.
- არა.
- რაა?
- არ ვაპირებ თავის დანებებას.
YOU ARE READING
In Love With Minn...
Fanfiction- სად გავჩერდით? აჰჰჰ ჰო შენს მოკვლაზე ვსაუბრობდი. - შენ ამას სერიოზულად.... - საწამლავი გირჩევნია თუ დანა?- ვეკითხები მას და მისკენ მივდივარ. - მეე... შენ...- ბუტბუტებს და სანამ ძირს დავარდება ხელებში ვიჭერ. ** *** ** * ** *** ** - ჯ-ჯანქუქ... ...