3

242 20 18
                                    


მიუხედავად იმისა რომ ბიჭია საკმაოდ სუსტია, საწოლზე ვაწვენ და ვცდილობ მშრალი სამოსის მოძებნას. თუ არ გამოვიცვლით აუცილებლათ გავცივდებით ეს კი საერთოდ არ შედის ჩემს გეგმებში. ქუქის მაისურს ვიღებ და სხეულზე ვირგებ შემდეგ კი იუნგისაკენ ვიხრები. ვაღიარებ ცდუნებას ვერ ვუძლებ და თავიდან ბოლომდე ვათვალიერებ მის სახეს. თეთრი ფერმკრთალი სახე აქვს, შავი თმები, საყვარელი ლოყები, პატარა ცხვირი და წითელი ალუბლის მაგვარი ტუჩები რომლებიც საკოცნელად გიწვევენ. მისკენ ვიხრები და თავში მხოლოდ ერთადერთი ფიფქია მიტრიალებს, თუმცა ყველამ ვიცით რომ არც ის არაა ფიფქია და არც მე მისი პრინცი. ნელ-ნელა ვხდი მაისურს და სხეულს ვუშიშვლებ ისევ ვავლებ მის სხეულს მზერას და მერწმუნეთ ულამაზესია. სიტყვებს ვეძებ, რომ აგიხსანთ, იმიტომ არა რომ თქვენც გაინტერესებთ უბრალოდ მინდა დაგანახოთ თუ რას ვხედავ, მაგრამ ისეთი სიტყვები არ არსებობს რომ ჩემი ენით ავღწერო. ჩემს მაისურს ვიღებ და სხეულს ვუმოსავ მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. ვაღიარებ არის მასში რაღაც რაც მიგიზიდავს.

სველ სამოს იქვე სკამებზე ვკიდებ იმ იმედით რომ გაშრება. მცივა არადა მხოლოდ ერთი საწოლი გვაქვს, აქ დაწოლა კი არ მინდა. კარგი გამომიჭირეთ ვაღიარებ მინდა მაგრამ მაქსიმალურად გავურბივარ. ბოლოს სიცივე იმდენად გაუსაძლისი ხდება ჩემთვის, რომ სხვა გზა არ მაქვს და იუნგის გვერდით ვიკავებ ადგილს. სავარაუდოდ ჩემმა სიცივემ გამოაფხიზლა შეშინებული თვალი მომავლო და ფართხალი დაიწყო.

- სად ვარ? აქ რას ვაკეთებ? სად მომიყვანე? ჩემს მოკვლას აპირებ?- ერთმანეთის მოყოლებით მაყრის კითხვებს და ადგომას ცდილობს.

- გონება დაკარგე, ჩემთან ხარ. ახლა მოკეტე და დამშვიდდი.

- აქედან უნდა წავიდე.- ამბობს და საწოლიდან დგება, თვალს მას ვაყოლებ.

In Love With Minn...Where stories live. Discover now