5

133 8 4
                                    

უფლისწულის ფორმა მოვირგე და ვხედავ ჩემს ფიფქია, რომელიც დაკონკილ სამოსში სასახლის კიბებს წმენდს და ასუფთავებს, ასევე მღერის, ჭას უახლოვდება სიმღერით და მეც მისკენ მივდივარ მის სიმღერას ვუერთდები, ერთად ვმღერივართ  და მიუხედავად იმისა რომ ჩემ წინაშე იუნა დგას ჩემი ფიქრები მაინც იუნგის მახსენებენ. სიმღერას ვასრულებთ და კულისებში გამოვდივარ, ვხედავ თუ როგორ მიყჰავს მონადირეს ფიფქია ტყეში და შემდეგ როგორ უმღერის ცხოველებსა და ფრინველებს, ჯინს ვუყურებ ის ისეთი ბედნიერი ჩანს რომ მეღიმება, ვინ იფიქრებს რომ ის ჩვენი მასწავლებებლია პატარა ბავშვივით ცქმუტავს.

ფიფქია ჯუჯების სახლს ასუფთავებს და შემდეგ მათთან ერთად მღერის საუბრობს და ცეკვავს.
ღმეროთო და აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ, ოჰჰ ჩან გირჩევნია რომ სახლამდე სიბრაზემ გადამიაროს.
- აჰაა აიღე ეს ვაშლი ჩემო მშვენიერო.- ამბობს მოხუცი დედაბერი და ფიფქიას უღიმის, როდესაც მის სახეზე ყოყმანს ამჩნევს საუბარს აგრძელებს.
- ეს უბრალო ვაშლი არ გეგონოს ჩემო მშვენიერო, ამ ვაშლს შეუძლია სურვილების ასრულება.- ამბობს დედაბერი ღიმილით.
- სურვილების ასრულება?- ეკითხება დაბნეული ფიფქია.
- ჰოო, შვილო ამ ვაშლს შენი ნებისმიერი სურვილის ასრულება შეუძლია, მთავარია, სურვილი ჩაიფიქრო და ერთი ლუკმა გასინჯო.- ამბობს დედაბერი და ვაშლს ფიფქიას აწოდებს.
- ღმერთო რა იდოტია, ამდენი ხანი რას უცდის, ჩაკბიჩოს ბოლოს და ბოლოს დავიღალე ცდით.- ვამბობ რაზევ ჯინისგან გაბრაზებულ მზერას ვიღებ საჩუქრად.
- რა გსურს ყველაზე ძალიან? გაანდე შენი სურვილი ამ ვაშლს ის აუცილებლად აგისრულდება მშვენიერო.- ამბობს დედაბერი ღიმილით.
- მე მსურს... მე მსურს რომ უფლისწულმა წამიყვანოს სასახლეში, სადაც ჩვენ ბედნიერად ვიცხოვრებთ სამუდამოდ.
- მიდი ჩაკბიჩე, რაღას უცდი.- ამბობს ბოროტი დედაბერი.
და მალევე ჩაკბეჩის შემდეგ ფიფქია ძირს ვარდება.
- მე გავიმარჯვე.- ისმის ბოროტი დედინაცვლის ყვირილი და საშინელი ღიმილით სახლს ტოვებს თუმცა გზად ფრინველები, ჯუჯები და ცხოველები შეხვდებიან და იძულებულია მათ გაექცეს, მაღლა კლდეზე ადის, მაგრამ თავის გადარჩენის მაგივრად ის კლდიდან ვარდება და იღუპება.
ჯუჯებს ფიფქიას სილამაზით დატყვევებულები მისთვის ბროლის სასახლეს აგებენ და ოქოთი ამკობენ, შემდეგ კი ყოველ ღამით რიგრიგობით დარაჯობენ... ცრემლებად იღვრებიან.
მთელს ქვეყანაზე ხეტიალის შედეგად მაინც ვერ ვიპოვე ჩემი ფიფქია, დავდიოდი და მას ვეძებდი, შემთხვევით ბროლის სასახლეს მოვკარი თვალი სადაც ის ესვენა, ირგვლივ კი ჯუჯები მას მისტიროდნენ, მათკენ სიმღერით წავედი ისე რომ თვალს ჩემს მძინარე მზეთუნახავს ვერ ვაშორებდი.

* * * <აქ გამოყენებული სიმღერა არის მურთფილმიდან. დისნეის ეკუთვნის ყველა კრედიტი საოცარი მურთფილისათვის... >* * * 

In Love With Minn...Where stories live. Discover now