დილით საშინელმა ყვირილმა გამაღვიძა, როგორ ვერ ვიტანდი ამ სახლს როგორ ვერ ვიტანდი ამ ხალხს ერთადერთი მხოლოდ ჩემი ძმა მაბედნიერებდა. გულახდილად რომ ვთქვა მიკვირდა რომ ჩემებმა ჩემს შემდეგ კიდევ იყოლიეს ბავშვი, ისინი არაფრად არ ვარგოდნენ როგორც მშობლები. თავი მოვიწესრიგე ჩემს ძმას ხელი დავავლე და სახლი დავტოვე, ქუქისთან გავიარეთ და ისიც გაბრაზებული მანქანაში მოთავსდა.
- საშინელი დღე?
- ნუ მკითხავ, შენ?
- როგორც ყოველთვის საშინლად მომაბეზრეს თავი ყოველდღიური ყვირილით.
- ცუდია.
კლასში შევდივარ და პირველი თვალში ვინც მხვდება ეს იუნაა, რომელიც თაეს ძლიერად ეკვრის სხეულზე ამ ყველაფერზე კი ქუქის ეშლება ნერვები.
- დამშვიდდები?
- ვერა.- ამბობს მათკენ მიდის თაეს ხელს ავლებს და ოთახიდან ერთად გადიან.
- სერიოზულად ჯანქუქ შიგ გაქვს რა, ჯანდაბა.- ვამბობ და იუნას ვუყურებ.
- როგორ ხარ?
- უკეთესად ვიყავი სანამ გნახავდი.
- ოო ეგ ორმხრივია.
- საერთოდ რატომ მელაპარაკები.
- იცი რა მადლობა მითხარი თუ დაგელაპარაკე.
- გავგიჟდები, ახლა ნამდვილად გავგიჟდები.- ვამბობ და მას თვალს ვავლებ.
მასწავლებელი შემოდის და გაკვეთილს იწყებს, რაც საშინლად მომაბეზრებელია.
************************
მთელი გზა თეჰიონი ხვანცალს არ წყვეტდა.
- რა ჯანდაბას აკეთებ ჯანქუქ?
- მე რა ჯანდაბას ვაკეთებ?
- ჰოოო, ხელი გამიშვი.
სპორტდარბაზში ვართ და თეჰიონს ხელს არ ვუშვებ.
- ჯანქუქ გამიშვი ხელი, მტკენ.
YOU ARE READING
In Love With Minn...
Fanfiction- სად გავჩერდით? აჰჰჰ ჰო შენს მოკვლაზე ვსაუბრობდი. - შენ ამას სერიოზულად.... - საწამლავი გირჩევნია თუ დანა?- ვეკითხები მას და მისკენ მივდივარ. - მეე... შენ...- ბუტბუტებს და სანამ ძირს დავარდება ხელებში ვიჭერ. ** *** ** * ** *** ** - ჯ-ჯანქუქ... ...