4

263 20 19
                                    


  ჩვენს მყუდრო სახლში ვართ და თეჰიონის მიერ გამზადებულ კონსპექტებს ვკითხულობთ.

- დავიღალე.- წამოიწუწუნა ჯიმინმა.

- მეც, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვიკითხოთ ხომ იცი 2 დღეში ტესტები გაქვს.

- უფფფ მომაბეზრებელია ეს სწავლა.

- მაგრამ საჭირო.- ვიმეორებ და კონსპექტს თვალს ვავლებ.

- წავალ რამეს ვიყიდი და მალევე დავბრუნდები უკან.- ამბობს ჯიმინი და ოთახიდან გადის. კითხვას ტელეფონზე მესიჯის ხმა მაწყვეტინებს.

Only Mine.

დღეს 7-ი საათისათვის გელოდები, მაპატიე ვიცი 6-ზე გითხარი, მაგრამ იუნას ჭირდება დახმარება.

ტელეფონს ვიღებ და პასუხს ვწერ, როგორ მაინტერესებს ჩემს ნომერზე რა უწერია. ცოტას ვმესიჯობთ და მალევე ჯიმინიც შემოდის ოთახში ჩიფსებს მაწვდის და მიღიმის.

- თეჰიონს წერდი?

- საიდან მიხვდი.

- ასე იდიოტივით მაშინ იღიმიხარ.- ამბობს სიცილით.

- შენ რა გაარკვიე იუნგიზე?

- ნუ იუნგიზე ვერაფერი თითქოს მიწამ ჩაყლაპა, სამაგიეროდ გოგონებისგან გავიგე რომ იუნა ძალიან თბილი და საყვარელია.

- როგორ ფიქრობ ისაა და გოგოს ფორმით დადის?- ვეკითხები მას.

- არ ვიცი ქუქი ხანდახან მგონია რომ იუნგია, მაგრამ მისი გამოხედვა, მისი უხეში ტონი ჩემი მიმართულებით მაბნევს, იუნგი უფრო თბილი იყო ჩემთან მიმართებაში ეს კიდევ ნამდვილი ქაჯია.

- ასე მხოლიდ მაშინ ილანძღები როცა ვიღაც მოგწონს.

- ნუ სულელობ არ მომწონს.

- ნუთუ?

- კარგი შეიძლება ოდნავ, რადგან იუნგის გავს.

- ანუ ამით იმის თქმა გინდა რომ ფიფქია მოგწონს.

- არაა, ნუ ცოტათი მენატრება.უბრალოდ ის დრო მენატრება როცა მას ვხედავდი და ვაწვალებდი. ახლა მოწყენილობისაგან ვკვდები, მინდა რომ აქ იყოს, ის ჩემს ცხოვრებას ახალისებდა.- ამბობს და კონსპექტებს თვალს ავლებს.

In Love With Minn...Where stories live. Discover now