1K 133 216
                                    

ზოგჯერ დგება მომენტი, როცა რაღაც იმდენად გვინდა, რომ ტირილი გვინდება, მაგრამ ერთი ცრემლიც არ მოგვდის. ეს შინაგანად გვაწვება, გვტკენს, მაგრამ ამის ახსნა არ შეგვიძლია. სწორედ ეს იგრძნო ჰოსოკმა ჯონგუკთან ლაპარაკის დროს, ერთადერთი რაც უნდოდა, მამის და უმცროსი ძმის გვერდით ყოფილიყო. 

ეს დაუმთავრებელი საბუთებზე ხელის მოწერა, გვიან სამსახურიდან დაბრუნება, ეს კომპანია... საკუთარ თავს ვერ გრძნობდა და ეს შინაგანად ახრჩობდა. თეჰიონი მართალი იყო, ჰოსოკმა გაანადგურა ის, რაც მათ ჰქონდათ. მისმა ოჯახმა მინგიუს გაუთავებელი ღალატიც აიტანა, ისიც აიტანა, რომ ის მათთან თითქმის არ ცხოვრობდა, აიტანა მამის ნიღაბიც, ნამდვილი სახეც, მინგიუს სიკვდილიც, ფინანსური კრიზისიც, თავის დაცვაც შეძლეს, როცა მამის წაყვანა უნდოდათ, მაგრამ ჰოსოკმა ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაანგრია, როცა ჩანიოლი მის სახლში მიიყვანა.

თეჰიონი მართალი იყო, როცა მამის წასვლას მას აბრალებდა, იცოდა, რომ ეს მართლაც ასე იყო. ზოგჯერ ეს იმდენად მძიმედ აწვებოდა, რომ ცრემლები გარეთ გამოხეთქავდა, კანკალი აიტანდა და პანიკური შეტევა ეწყებოდა. მოულოდნელად შიშის და პანიკის, სასოწარკვეთილების და იმედგაცრუების ნაზავი ისე ძლიერ დააწვებოდა გულს, რომ სუნთქვა უჭირდა. პირველი ასეთი შეტევა მამის წასვლიდან 5 დღეში დაემართა, ჰოსოკი ისე შეშინდა, რომ რამდენიმე დღე დამამშვიდებელით ხელში დადიოდა და როცა დაწყნარდა, იფიქრა, ეს აღარ განმეორდებოდა, ეს ისევ განმეორდა.

ახლაც აკანკალებული სვამდა იაფფასიან აფთიაქში, ურეცეპტოდ, ნაღდი ფულით ნაყიდ წამალს, რომ მამას არ გაეგო წამლის ყიდვის შესახებ და აცახცახებული სვამდა წყალს. ეს ზოგჯერ შველოდა, ახლაც უშველა, შემდეგ კი უბრალოდ ადგა, თავი მოიწესრიგა და შეხვედრაზე წავიდა, სადაც მშვიდად, ღიმილით განიხილავდა ახალ მოდელებს.

სიმშვიდე, ისევე, როგორც ღიმილი მოჩვენებითი იყო. აქაც, სახლშიც, მამასთან და ჯონგუკთან ვიდეო ზარის დროსაც. აქამდე ჰოსოკს ვერ წარმოედგინა, რა ძნელი იყო იდეალური როლის თამაში, ვერ წარმოედგინა, როგორი ძნელია როცა ჩუმად ხარ, არადა ყვირილი გინდა, როცა იღიმი არადა ტირილი გინდა... ახლა იცის, მამას საერთოდ ვეღარ ადანაშაულებს, ვერაფერში, იმიტომ, რომ იცის, როგორია, როცა სხვა ნიღაბს ირგებ და შენს სტატუსს უნდა შეესაბამებოდე.

Fox's Hunt | Sope / JihopeWhere stories live. Discover now