- მამის წასაყვანად მოვედი!- კმაყოფილი იღიმის ჰოსოკი, როგორც კი მის დანახვით შოკირებულ ჩანიოლს ხედავს. ალფა მაშინვე თვალების ცეცებას იწყებს, აშკარად უკვე ფიქრობს, როგორ გადამალოს მამამისი.
- სახლში არაა...- ლუღლუღებს ჩანიოლი.
- ო, ჰოსოკ!- ბექიონი ჰოლის კიბეებიდან ხედავს და გახარებული უყურებს შვილს. - ხუთი წუთიც და ჩამოვალ.
- ემ...- უკან იხევს ჩანიოლი, როცა ბექიონი მის ოთახში შერბის და ჰოსოკს მზერას არიდებს, აშკარად ფიქრობს, როგორ არ გაატანოს მისი ომეგა.
- რა იყო ჩანიოლ, კანონის ენით ვეღარ მელაპარაკები, რადგან მასზე მეურვეობა მე მაქვს?- ეღიმება ჰოსოკს.
- ვიცი, რომ არ მოგწონვარ, მაგრამ...
- საიდან მოიტანე, რომ არ მომწონხარ?- აწყვეტინებს ბიჭი, სანამ ალფას მის წინ დამართნია გულის შეტევა. საავადმყოფოში გატარებულმა დრომ ასწავლა, რომ ყველაფერი კარგად არასდროს იქნება და რომ არც კი უნდა ველოდოთ ასეთ დროს, უბრალოდ ყველაფერი ჩვენით უნდა გავაკეთოთ, რომ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში შევცვალოთ. ჩანიოლმაც ეს გააკეთა, როცა ბაბუამისთან მივიდა, შეიძლება არც ისე კარგი საქციელი იყო, მაგრამ ყველაფერს თავი არ მიანება და რაღაცის გაკეთება მაინც სცადა.
- ვიცი, რომ შენ და შენი ოჯახი მისთვის შეუფერებელ ალფად მთვლით, რადგან ბექიონზე პატარა ვარ, მაგრამ...
- ეს რამდენიმე წელი კი არაა, ჩანიოლ. 17 წელია. მამაჩემის ალფა ხარ, მე და შენ ვმეგობრობდით და ტოლები ვართ, რა რეაქცია უნდა მქონდეს იმაზე, რომ მამაჩემმა ჩემს ტოლა ალფასთან შექმნა ოჯახი?
- რაც გინდა მთხოვე, ოღონდ არ წაიყვანო... გემუდარები.- ჰოსოკი ცოტა არ იყოს იბნევა, ჩანიოლის ასეთი სასოწარკვეთილი ხმა პირველად ესმის. საერთოდ პირველად აყენებს მის თავს ჩანიოლის ადგილას, ვინმე რომ მოვიდეს და ჯიმინის წაყვანა მოინდომოს, ალბათ ის ალფა შემოაკვდება.
![](https://img.wattpad.com/cover/274985660-288-k933591.jpg)
DU LIEST GERADE
Fox's Hunt | Sope / Jihope
Jugendliteraturიუნგი ცნობილი რეპერია, ალფა, რომელზეც ყველა ომეგა ოცნებობს, ჰოსოკი კი ერთ ერთი ყველაზე დიდი სამოდელო სააგენტოს მფლობელი, რომლის საწოლშიც უამრავი ალფა ყოფილა, იმის და მიუხედავად, რომ თავადაც ალფაა. პირველს აღმერთებენ, მეორეს ეზიზღებათ, ეს ხომ ამორალუ...