³³

942 126 385
                                    

- საინტერესოა.- სამზარეულოში მიჰყვება ჯონგუკი იუნგის, როცა ალფა წყვეტს, რომ კიდევ უნდა პიცა მაგრამ სასტუმრო ოთახში, მაგიდაზე აღარაა დარჩენილი და ჯიმინი სთხოვს, რომ მისთვისაც წამოიღოს.

- რა არის საინტერესო?- ვერ ხვდება იუნგი, ჯონგუკს კი ტუჩის კუთხეში ღიმილი უკრთება, ალფა ზედაც არ უყურებს, პიცას იღებს და თეფშებზე ანაწილებს. ზოგადად მთელი საღამოს განმავლობაში იუნგი მხოლოდ ერთ ადამიანს უყურებდა ხოლმე, ჯონგუკი შეიძლება მათზე უმცროსია, მაგრამ ვერაფერს გამოაპარებენ.

- შენ და ჩემი ძმა ყოფილები ხართ?

- რომც ვიყოთ, შენ რა?- თავს არ წევს, არც კი ტოკდება ალფა. - არ თქვა, რომ მოგეწონე.

- იქნებ მომეწონე კიდეც.- იცინის ჯონგუკი და იუნგის უყურებს, რომელიც თავს წევს და დამცინავად უყურებს.- რა?

- მემგონი ყველას მოვწონვარ შენი ძმის გარდა.- ეცინება იუნგის, რომელსაც როგორც ყველას უკვე რამდენიმე ჭიქა აქვს დალეული, აი ჯონგუკს კი არავინ მისცა უფლება, რომ დაელია, ასე რომ მშვენივრად აფასებს სიტუაციას.

- ჰმ... მასაც მოსწონხარ. რომ იცოდე როგორ გამწარდა, როცა ვთქვი, რომ მომწონდი. - ტუჩებს იკვნეტს, როცა გაბრაზებული ძმა ახსენდება.- ლამის გამგლიჯა.

- ჰოსოკს უთხარი, რომ მოგწონდი?- ახლა მართლა შოკში ვარდება იუნგი, მხოლოდ ახლა ხდება გასაგები ჰოსოკის მისკენ მიმართული ცივი, უკმაყოფილო მზერა. - მოიცა, სერიოზულად მოგწონვარ? ჩვენს შორის თორმეტი წელია განსხვავება!

- წყნარად...- ეცინება ჯონგუკს. - არ მომწონხარ, არ გეწყინოს მაგრამ მხოლოდ ომეგები მიზიდავს, შენ კი აშკარად არ ხარ ომეგა.

- ვაუ... მამათქვენს პრობლემა არ აქვს, რომ ორი შვილი სხვა ორიენტაციის ყავს?- იბნევა ალფა, მის ოჯახს თავის დროზე რომ გაეგო, რომ იუნგი ბი იყო, დარწმუნებულია, სახლიდან ისროდნენ.

- ჩვენ ორს გარდა ერთი ჰყავს და ერთს ელოდება. - მხრებს იჩეჩს ჯონგუკი. - თანაც როგორც გაირკვა, თვითონაც ბისექსუალია, შესაბამისად ხმა არ ამოეღება. შენთან შემოთავაზება მაქვს.

Fox's Hunt | Sope / JihopeWhere stories live. Discover now