იუნგი უხერხულად შეიშმუშნა, როცა მეგობარმა მისი საყვარელი ყავა ააცალა და თავად დალია.
- რა სახე გაქვს?- ამოიოხრა. ბიჭმა ყავა მთლიანად გამოცალა და იუნგის გადახედა.- საერთოდ გეძინა?
- ორი საათი ძილი, თანაც მანქანაში ითვლება?- მის გვერდით დივანზე ეხეთქება ჯიმინი.
- არა.- იუნგი ინტერესით უყურებს უმცროსს, რომელიც მხარზე თავს ადებს და დასაძინებლად ემზადება. - ერთ საათში ჩვენი ახალი ალბომის გამო ინტერვიუ გვაქვს.
- მაშინ ერთი საათი დამაძინე რა.
- ჯიმინ!
- ჰიონ, გთხოვ.
იუნგი ოხრავს და ტელეფონში წიგნის კითხვას აგრძელებს, მათ მოსაცდელ ოთახში კიდევ რამდენიმე ადამიანია, მათ შორის რამდენიმე ომეგა, რომელბიც მათ გამო ლამის საკუთარ ნერწყვში იხრჩობიან.
- ჰიონ...
-მმმ..-ბურდღუნებს, ეს ბიჭი ხო წიგნის წაკითხვას არ აცდის.
- კიმ ჰოსოკმა თვალი დაგადგა. - ჩურჩულებენ მის ყელთან.
- და?- კითხვას თავს არ ანებებს იუნგი და უინტერესოდ ეკითხება.
- კიმ ჰოსოკი არ იცი?
- ვინმე პოლიტიკოსია? ხომ იცი, მუსიკალური სფეროს გარდა არაფრით ვინტერესდები.
- კორეის ყველაზე დიდი სამოდელო კომპანია ეკუთვნის, ალფაა და ნუ... ალფებთან ძინავს.
- მერე მე რა?- ტელეფონს მზერას არ აცილებს, ისე ეკითხება, თან ტელეფონში ციტატას ინიშნავს.
- თვალი დაგადგა-თქო. ფრთხილად იყავი, ძლიერი ფერომონები აქვს.
- რომელსაც მე საერთოდ ვერ ვგრძნობ.- თვალებს ატრიალებს იუნგი.- თანაც იმ ალფას ფერომონები კი არ აქვს ძლიერი, ეგ უბრალოდ სხვა ალფები არიან არანორმალურები, რომ მის ქვეშ წვებიან. ფერომონები არაფერ შუაშია, იმ ალფებს რომ არ სდომებოდათ, ფეხებს არ გაუშლიდნენ.
![](https://img.wattpad.com/cover/274985660-288-k933591.jpg)
ESTÁS LEYENDO
Fox's Hunt | Sope / Jihope
Novela Juvenilიუნგი ცნობილი რეპერია, ალფა, რომელზეც ყველა ომეგა ოცნებობს, ჰოსოკი კი ერთ ერთი ყველაზე დიდი სამოდელო სააგენტოს მფლობელი, რომლის საწოლშიც უამრავი ალფა ყოფილა, იმის და მიუხედავად, რომ თავადაც ალფაა. პირველს აღმერთებენ, მეორეს ეზიზღებათ, ეს ხომ ამორალუ...