- კიმ ჰოსოკ!- ომეგის ღრიალი მთელს სახლს ძრავს, გვერდითა ოთახიდან ძმის სიცილი ისმის, როცა მის ოთახში კარებს გლეჯენ და მის საწოლზე ხტებიან.
- მომშორდი, შეშლილო!- უღრენს ნამჯუნს და ომეგის მოშორებას ცდილობს, თანაც ისე, რომ არაფერი ატკინოს, თორე მერე ნამჯუნი წავა, რომ ბექიონს მოუყვეს, რომ ჰოსოკმა ატკინა, მამა კი სამ საათიან ლექციას ჩაუტარებს, რომ არ შეიძლება ომეგას ატკინოს.
გახარებული ჯონგუკი, რომელმაც არ იცის, რომ ნამჯუნი ძმის საწამებლად მოვიდა, ოთახში შემორბის და ნამჯუნს უერთდება.
- ნუ დამალურჯეთ!- ყვირის ბოლოს ალფა, პატარა ომეგას ხელებში იქცევს, რომ მის საწოლზე ხტუნაობისას ნამჯუნის ხელი ან ფეხი არ მოხვდეს და საწოლიდან ცოცდება. საბედნიეროდ თვითონ ზურგზე ეცემა, ჯონგუკს კი, რომელიც მის მკერდზეა აკრული, არაფერი უშავდება.
- რამე იტკინე? - ინტერესდება საწოლზე მდგომი ნამჯუნი.
- ვითომ ძალიან გაინტერესებდეს.- თვალებს ატრიალებს ჰოსოკი და ჯონგუკს აშტერდება, რომელიც ტუჩებდაბრუცული უყურებს ძმას.- ოღონდ ახლა არ იტირო, ამჯერად რა დავაშავე?!
- საწოლზე ხტუნაობა მინდოდა.
- ღმერთო.- ოხრავს და იატაკზე ჯდება, პატარა ომეგა მის კალთაში ინაცვლებს.- გუკ, ჩემი საწოლი სახტუნაოდ არაა შექმნილი.
- მაშინ ჯუნი რატომ დახტოდა?
- იმიტომ, რომ ჯუნი არანორმალურია. - თვალებს ატრიალებს ჰოსოკი. - შენ არანორმალური ხარ?- ომეგა თავს აქნევს.- ხოდა თუ არანორმალური არ ხარ, მაშინ საწოლზე არ უნდა იხტუნაო.
- სოკ, ის ომეგაა.- იცინის ნამჯუნი. - მოუწევს, ოღონდ სხვაგვარად.
- მოკეტავ თუ გისროლო მერვე სართულიდან?- მართლა ბრაზდება ჰოსოკი და როცა ჰოსოკის ირგვლივ მისი ფერამონები გამაფრთხილებელ სიგნალს გამოსცემს, ნამჯუნი უკან იხევს და ლამის საწოლიდან ვარდება. საბედნიეროდ ალფის ინსტიქტები ჰოსოკს მშვენივრად აქვს განვითარებული, შეშინებულ ნამჯუნს, რომელიც უკან გადაქანდა ჰაერში იჭერს და ორივე საწოლზე ეცემიან. ჰოსოკი როგორც ყოველთვის ქვევიდან, ომეგა ზევიდან. ყველა ალფაში ომეგის დაცვის ინსტიქტი საოცრადაა განვითარებული.
![](https://img.wattpad.com/cover/274985660-288-k933591.jpg)
ESTÁS LEYENDO
Fox's Hunt | Sope / Jihope
Novela Juvenilიუნგი ცნობილი რეპერია, ალფა, რომელზეც ყველა ომეგა ოცნებობს, ჰოსოკი კი ერთ ერთი ყველაზე დიდი სამოდელო სააგენტოს მფლობელი, რომლის საწოლშიც უამრავი ალფა ყოფილა, იმის და მიუხედავად, რომ თავადაც ალფაა. პირველს აღმერთებენ, მეორეს ეზიზღებათ, ეს ხომ ამორალუ...