³²

1K 127 307
                                    

- ჯუნი სადაა?- ჯინმა კარის გაღებაც ვერ მოასწრო, რომ მათ ბინაში უკვე ჰოსოკი შემოიჭრა. ალფამ გაოცებულმა აათვალიერა ჰოსოკი და დერეფანში გაიხედა, მაგრამ როცა ჯიმინი დაინახა, რომელიც ჰოსოკის ბინაში შედიოდა, თვალები ლამის შუბლზე აუვიდა.

- ეს რა ჯანდაბაა?!- უკეთეს მდგომარეობაში ჰოსოკიც არ იყო, წამით დაიბნა კიდეც, ვერ მიხვდა სად ჯანდაბაში მოხვდა, რადგან ბინა თავიდან ბოლომდე შეცვლილიყო.

- შენს ძმას კითხე, მთელი ბინა შეცვალა.

- რა დააშავე?- უკმაყოფილოდ მიუბრუნდა მეგობარს.

- რატომ მაინც და მაინც მე?- აღშფოთებულმა გახედა ჯინმა.- ჩვენს წყვილში ყოველთვის ისაა, ვინც რამეს აშავებს!

- ჯუნ!- უკვე ყვირის ჰოსოკი, რადგან ჯინის სიტყვები სულაც არ სიამოვნებს. ნამჯუნს სულაც არ თვლის იმ ადამიანად, რომელიც ყოველთვის აშავებს, უბრალოდ ჯუნი ბავშვობიდანვე გადარჩენას იყო მიჩვეული და მხოლოდ ჰოსოკს ენდობოდა. - კიმ ნამჯუნ, გეფიცები ოც წამში ჩემს წინ თუ არ იდგები, მოვიფიქრებ, როგორ...

- ოღონდ კომპლექსიდან გასვლის უფლება მომეცი, კარგი?- ლუღლუღებს ომეგა და სამზარეულოს კარიდან მხოლოდ თავს ყოფს, ჰოსოკი კი ცდილობს არ გაეღიმოს, როცა ომეგა ტუჩებს ბერავს. ზოგადად ნამჯუნი მაშინ ცდილობს საყვარელი იყოს, როცა რაღაც დააშავა და ჯინისი არ იყოს უმეტესწილად მართლაც ომეგაა ხოლმე დამნაშავე, მაგრამ ჰოსოკი ამ სულელ ომეგას მაინც ყოველთვის ყველაფერს პატიობს.

- წამოდი სახლში.

- სახლში ვარ. - იბნევა ნამჯუნი და სამზარეულოდან გამოდის.

- მე ვთქვი ჩემთან იცხოვრებ-თქო და არა ჯინთან.- უკმაყოფილოდ ათვალიერებს ომეგას, ჯინი კი გაოცებული უყურებს ჰოსოკს. აქამდე არასდროს ყოფილა პრობლემა მათი ერთად ცხოვრება და ახლა რაღა მოხდა? მაგრამ შემდეგ ახსენდება, რომ როცა ჰოსოკმა გაიგო რომ ნამჯუნი მისი ძმა იყო, მალევე წაიყვანა და ომეგა გადამალა... ჰოსოკი მას მეგობრად აღარ აღიქვამს, მისთვის უკვე ძმაა, ამიტომ ალფასთან ცხოვრების უფლებას არც მისცემს.

Fox's Hunt | Sope / JihopeWhere stories live. Discover now