ჰოსოკის მამა, ბექიონი იდეალური ომეგა იყო, იდეალურად დაყენებული თმით, იდეალური ღიმილით, იდეალური მშობელი, იდეალური მეგობარი, იდეალური ქმარი, ყველაფერში იდეალური იყო, მის სახეზე ერთი ემოციაც კი არ შეტოკდებოდა, რომც მიწა გახსნილიყო და იქიდან დემონები ამოსულიყვნენ.
ადრე ჰოსოკს ის სძულდა, მამას ფსიქოპატს ეძახდა, რადგან ცხოვრებაში არასდროს უნახავს მის სახეზე სიამაყის გარდა რამე ემოცია. მამას თავი ყოველთვის ამაყად ეჭირა, მაშინაც კი თუ სახლში ვახშამს მიირთმევდნენ და მინგიუს აგვიანდებოდა, რადგან საყვარელთან იყო. საოცარია მაგრამ ბავშვები მხოლოდ ბექიონს ეძახდნენ მამას, მათი ალფა მამა კი ყოველთვის "დიახ, სერ", "არა, სერ" იყო.
მინგიუ ყველაზე ცნობილი აზიური სამოდელო კომპანიის მფლობელი იყო, სახლში თითქმის არ იყო, დროს სხვა ომეგების საწოლში ან კომპანიაში ატარებდა და სახლში მხოლოდ მაშინ იყო, როცა მამას დენა ეწყებოდა.
ჰოსოკს მამა ნერვებს უშლიდა. ნერვებს უშლიდა მისი ამაყი სახე, რომელზეც არასდროს იხატებოდა ემოციები. ძალით ღიმილი, ისეთი რომ გეგონებოდა, გულწრფელი ღიმილიაო, მაგრამ ჰოსოკი, რომელიც მის დანახვას შეეჩვია, მშვენივრად ხედავდა, რომ ესეც იდეალური ნიღაბი იყო. ნერვებს უშლიდა, ყოველ კვირას როგორ მიათრევდა მამა მის შვილებს ეკლესიაში, როგორ თამაშობდა იდეალური ოჯახის როლს, როცა რეალურად ეს მან გაზარდა ბავშვები, სრულიად მარტომ, ალფის დახმარების გარეშე.
ნერვებს უშლიდა მამის იდეალურად დაყენებული თმა, სადაც ერთი ღერიც კი არ მიდიოდა გვერდით. ნერვებს უშლიდა მამის იდეალური რეპუტაცია, ტრადიციის მიხედვით ქორწინება, რომლის შედეგადაც 16 წლის ბექიონი მინგიუს გაჰყვა და მისი პირველი დენა მის ქმართან გაატარა. ნერვებს უშლიდა ყოველთვის იდეალურად წკრიალა სახლი, მაშინ როცა უშველებელ სახლში მოსამსახურეები არ ჰყავდათ. ნერვებს უშლიდა ყოველ ჯერზე სხვადასხვა, იდეალურად მომზადებული, სარესტორნო საჭმელი, რომელიც მათ თეფშებზე იდო. საერთოდ მის მამაში ყველაფერი ნერვებს უშლიდა.
![](https://img.wattpad.com/cover/274985660-288-k933591.jpg)
VOCÊ ESTÁ LENDO
Fox's Hunt | Sope / Jihope
Ficção Adolescenteიუნგი ცნობილი რეპერია, ალფა, რომელზეც ყველა ომეგა ოცნებობს, ჰოსოკი კი ერთ ერთი ყველაზე დიდი სამოდელო სააგენტოს მფლობელი, რომლის საწოლშიც უამრავი ალფა ყოფილა, იმის და მიუხედავად, რომ თავადაც ალფაა. პირველს აღმერთებენ, მეორეს ეზიზღებათ, ეს ხომ ამორალუ...