ადრე თვეები თუ ნელა გადიოდა და იწელებოდა, ახლა მიფრინავს. ტელევიზორი მის ოთახში ჩართულია ხოლმე, მაგრამ როგორც კი იუნგიზე იწყებენ ლაპარაკს ან როგორც კი ხედავს, ჰოსოკი მაშინვე რთავს სხვა არხზე. ნამჯუნი მასთან არ მოდის, თავს იმით იძვრენს, რომ ჯიმინს მისი ნახვა უნდა და ჯობია მისი ომეგა ნახოს, მაგრამ ჰოსოკი მშვენივრად ხვდება, რომ ნამჯუნი ისევ ყველაფერში თავს დამნაშავედ გრძნობს და ამიტომ არ მოდის მის სანახავად.
თეჰიონს სულ წუწუნით მოჰყავს ხოლმე ჯიმინი, ტვინი შემიჭამა, შენი ნახვა უნდოდაო, ჰოსოკს კი უბრალოდ ეცინება, როცა ომეგა ეტაკება და მთელი ორი საათი ისე აეწეპება ხოლმე, რომ ზოგჯერ მისი მოშორება სანიტრებს უწევთ. არც ერთს არ ყოფნის ერთმანეთი. მეოთხე თვის ბოლოს ლომკები მთავრდება, ნახატებზე კი, რომლის დანახვასაც ჰოსოკს თხოვენ, უკვე ნათელი ფერები იხატება, თუმცა კი შავ-თეთრი ხდება.
იუნგიზე ფსიქოლოგთან ლაპარაკი აღარ ჭირს, მეხუთე თვის ბოლოს კი აღარც ზურგზე დაწოლის ეშინია, აღარც შეხების, აღარც მოულოდნელი ხმამაღალი ხმების, თუმცა ოთახში შუქი მაინც უნდა ენთოს, რომ დაძინება შეძლოს. პანიკური შეტევებიც ქრება და ჰოსოკს წლების მანძილზე პირველად შეუძლია ნორმალურად ისუნთქოს.
თვეში ერთხელ ან ნამჯუნს ურეკავს ან ჯონგუკს, მამისთვის ერთხელაც არ დაურეკია, იმის მიუხედავად, რომ მამამ ათასჯერ დაავალა თეჰიონს, გადაეცი მეც დამირეკოსო. უბრალოდ არ იცის, რაზე ელაპარაკოს, თეჰიონმა უთხრა, რომ მათი ჩხუბი მამამაც გაიგო და ამის გამო თავს ცუდად გრძნობს. ეს სიტყვები მამისთვის არ იყო განკუთვნილი, ამ სიტყვებს შემდეგ წავიდა მამამისი იმ იდიოტ ალფასთან, თუმცა უნდა აღიაროს, რომ მოსწონს, როცა რაც მინგიუსთან არ გაუბედია მამას, ყველაფერს ჩანიოლს უბედავს და ალფას ცხოვრებას უმწარებს, ერთი ის აინტერესებს სანამ ეყოფა ჩანიოლს ნერვები და ფული, რომ მამას მოუთმინოს.
![](https://img.wattpad.com/cover/274985660-288-k933591.jpg)
VOUS LISEZ
Fox's Hunt | Sope / Jihope
Roman pour Adolescentsიუნგი ცნობილი რეპერია, ალფა, რომელზეც ყველა ომეგა ოცნებობს, ჰოსოკი კი ერთ ერთი ყველაზე დიდი სამოდელო სააგენტოს მფლობელი, რომლის საწოლშიც უამრავი ალფა ყოფილა, იმის და მიუხედავად, რომ თავადაც ალფაა. პირველს აღმერთებენ, მეორეს ეზიზღებათ, ეს ხომ ამორალუ...