²⁵

975 121 297
                                    

- ჰოსოკ? - სამზარეულოში შესული ომეგა გაოცებული შეშდება, დილის რვა საათია, ეგონა არავის ეღვიძა, აქ კი წყლის დასალევად მოსულს, ჰოსოკი ხვდება, რომელიც საჭმელს ამზადებს.

- ასე ადრე რატომ გაიღვიძე?- თავს წევს და უღიმის ალფა.

- წყალი მინდოდა.- ტუჩებს კუმავს და მაცივრიდან წყალს იღებს, ალფა კი ჭიქას უწვდის. - გუშინ გვიან დაბრუნდი? გეძინა მაინც?

- არც ისე გვიან. თეჰიონი სახლში მოვიყვანე და ცოტა წავუძინე.

- არ გეტყობა. - თან წყალს სვამს, თან კი ჰოსოკს ათვალიერებს, რომელსაც თვალებზე ეტყობა, რომ ძილი არ ეყო.

- საყვარელი პიჟამოებია.- უცინის ალფა და თავიდან ბოლომდე ათვალიერებს, ჯიმინი კი მხოლოდ ახლა ხვდება, რომ მის წინ პიჟამოებით დგას და ლოყები უწითლდება, რადგან მის პიჟამოებს საკურას ყვავილები ახატია.

- ნამჯუნმა მომცა.- თავს იმართლებს ომეგა, ჭიქას მის ადგილას აბრუნებს, ბოთლს მაცივარში და სამზარეულოდან გაქცევას ცდილობს, მაგრამ ვინ უშვებს? ჰოსოკი მაჯაში ავლებს ხელს და მისკენ წევს, მოულოდნელობისგან ჯიმინი მისკენ ქანდება და ჰოსოკის მკერდს ასკდება.

- რას აკეთებ...- დაბნეული ლუღლუღებს ომეგა, როცა ჰოსოკის ხელები მისი პიჟამოს ქვეშ ინაცვლებენ და წელზე ეფერებიან. ჯიმინს აჟრჟოლებს, ჰოსოკს კი მის რეაქციაზე ტუჩის კუთხეში ღიმილი უკრთება, სიცილით აშორებს ხელებს და უბრალოდ იხუტებს მას.

- ჰორმონებმა შემოგიტიეს?- ეცინება ომეგასაც და საპასუხოდ ეკვრის, ჰოსოკთან სექსი მას შემდეგ არ ჰქონია, რაც ალფამ გაიგო, რომ ჯიმინი ომეგაა.

- ნახევარი წელიწადია სექსი არ მქონია, მგონი ომეგაზეც ამიდგება.- ეცინება ალფას და ჯიმინს შორდება, რომ საჭმელს აურიოს.

- ო, მგონი თქვენი იდილია დავარღვიე.- იმ მომენტში შემოდის ბექიონი, როცა ჯიმინს ხმა უნდა ამოეღო, მაგრამ როგორც კი მისი ალფის მამის ხმა ესმის, ტუჩებს კუმავს. შანსი გაშვებულია...

Fox's Hunt | Sope / JihopeUnde poveștirile trăiesc. Descoperă acum