¹⁷

1K 127 331
                                    

- ეგოისტი  ვარ, არა?- ჩურჩულებს მასზე მიხუტებული ჯიმინი, თან მზის ჩასვლას უყურებს. ზღვის ნაპირზე ზიან და მზის ჩასვლას უყურებენ, ჯიმინმა სახლში შესვლა არაფერით არ მოინდომა, არ მინდა შენი ოჯახის გაცნობაო.

- რატომ ხარ ეგოისტი?-ჩურჩულითვე ეკითხება ჰოსოკი და ომეგის თმებზე მოფერებას განაგრძობს.

- აქ ჩემს მაგივრად იუნგი უნდა იყოს.- მზეს თვალს არ აცილებს ჯიმინი.- იუნგი გეძებდა, უნდა მეთქვა სად იყავი და აქ მომეყვანა, მაგრამ ეგოისტი ვარ... არ მინდა ერთად იყოთ. ჩემთვის მინდიხარ.

- იუნგი მეძებდა?- გაოცებული ჩურჩულებს, მხოლოდ ცოტა ხნით გრძნობს ბედნიერებას... ეძებდნენ, ნუთუ მისთვის მართლა მნიშვნელოვანი იყო?

- ყოველთვის გეძებდა, მე კი კვალს ვურევდი ხოლმე. მეგობრები ასე არ იქცევიან.

- მეგობრებზე წინ შენი ალფა დგას.- ძლივს იღიმის, იუნგი აქ არაა, ჯიმინი არის. ნამჯუნი მართალია, ოდესმე მოუწევს საბოლოოდ უთხრას უარი.- მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მხოლოდ მეგობრებად დავრჩებით. შეწყვეტე ეს ყველაფერი, ჯიმინ. მართლა არ შემიძლია შენთვის მეგობარზე მეტი გავხდე ან სულაც შენი ცხოვრების მეგზური.

- მესმის, მაგრამ ძნელია.- თავს ქინდრავს ომეგა.

ნამჯუნი კმაყოფილი უყურებს მის წინ გადაშლილ სურათს, ალფა და ომეგა მზის ჩასვლას ერთად უყურებენ, რა შეიძლება ამაზე რომანტიული იყოს?

- ეს ჰოსოკია?- გაოცებული უყურებს თეჰიონი პლიაჟზე მჯდარ წყვილს, ნამჯუნი კი ძმის ხმის გაგონებაზე ადგილზე ხტება და უკმაყოფილოდ უყურებს უმცროსს.

-შემაშინე.-ბუზღუნებს და ვერანდის მუაჯირს ეყრდნობა.- კი, ჰოსოკი და მისი ომეგა არიან.

- მინ-მინი?- თეჰიონი ძლივს იხსენებს, როგორ ეწერა ნამჯუნს მისი ნომერი.

- ჯიმინი.- იცინის ნამჯუნი. - კი, ეგაა.

- მისი გაცნობა მინდა...- ნამჯუნი მაშინვე იჭერს, როგორც კი თეჰიონი მათკენ წასვლას ცდილობს.- რა?

Fox's Hunt | Sope / JihopeTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang