³⁵

1.5K 143 476
                                    

5 წლის შემდეგ

-ჰიონ, შესახვევი გამოგრჩა!

- ამ გზითაც შეიძლება შენს სახლში მისვლა.- თვალებს ატრიალებს იუნგი და მთავარ გზაზე მიდის.

- მაგრამ აქედან ხუთი წუთის დაგვიანებით მივალთ.- წუწუნებს ჯიმინი.- კარგი რა, ჰიონ.

- ასე გინდა შენი ქმრის ნახვა?- ოხრავს იუნგი და ომეგის წყენის ნიშნად გაბერილ ლოყებს და გამობურცულ ტუჩებს მზერას არიდებს. სიმართლე რომ თქვას ჰოსოკი მასაც მოენატრა, ალფა მასაც ჯიმინივით არ უნახავს.

-  რა თქმა უნდა, მინდა! თვეზე მეტია ის და პატარები არ მინახავს.- ოხრავს ომეგა, იუნგი კი თავს დამნაშავედ გრძნობს. რა თქმა უნდა, ომეგას ბავშვებიც მოენატრა, ის კი სულ ჰოსოკზე ფიქრობს.

- წუწუნის გარეშე.-ეღიმება იუნგის.- ეს შენ გინდოდა, რომ  დაბრუნებულიყავი ჩვენს დუეტში და ტურზე წამოსულიყავი. არავის დაუძალებია.

- მაგრამ ბავშვები მაინც მომენატრა.- ისევ წუწუნებს ჯიმინი, იუნგი კი თვალებს ატრიალებს. მათ ქვეყანაში ტურმა თვე ნახევარი გასტანა, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში ჯიმინი ტელეფონს იყო ჩამოკიდებული და ვიდეო ზარით ბავშვები რომ არ ენახა, ისე დღე არ გავიდოდა.

სიმართლე რომ ითქვას, იუნგი არც იყო წინააღმდეგი, გამოდიოდა, რომ ჰოსოკს ყოველ დღე ნახულობდა... მართალია არა პირისპირ, მაგრამ სულ არაფერს სჯობდა.  ამ წლების განმავლობაში მათი ურთიერთობა ასე თუ ისე დალაგდა, ვერ იტყოდნენ, რომ მეგობრები იყვნენ, მაგრამ არც ყოველ წუთს კინკლაობდნენ, როგორც ადრე.

შეეძლოთ გემრიელად ჩაჯდომოდნენ კალათბურთის ჩემპიონატს, ერთად ეყურებინათ ფილმი, ( მაგრამ უმეტესწილად არ უმართლებდათ და საბავშვო მულტფილმს მიშტერებოდნენ, რადგან ბავშვებს მხოლოდ ის აინტერესებდათ), შეეძლოთ ერთად დაელიათ, ერთმანეთს გახუმრებოდნენ, ისე რომ მეორე სხვანაირად არ მიიღებდა და რაც მთავარია, იუნგიმ თავისას მიაღწია, ჰოსოკი ჯიმინს მისგან თავდასაცავად აღარ იყენებდა. მასთან მარტო დარჩენის არც ეშინოდა და არც ეუხერხულებოდა, იუნგიმ მართლა შეიჩვია ჰოსოკი და უმცროსი ალფის ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი დაიკავა.

Fox's Hunt | Sope / JihopeOnde histórias criam vida. Descubra agora