🔥თავი პირველი🔥

356 18 4
                                    


აეროპორტში ვდგავარ და ვემშვიდობები ოჯახის წევრებს. მალე გავფრინდები კორეაში და სწავლას სეულის ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტში დავიწყებ.  სოციალურ ქსელში დავპოსტე აეროპორტის ფოტო  და მივაწერე "სულ მალე კორეაში" ნახვები მალე აგროვდა. საქართველოში ასე თუ ისე ცნობილი ვარ ვცეკვავ და ვმღერი.

ხშირად გამოვდიოდი კონცერტებზე და ერთხელ იმდენი მოვახერხე სოლო მინი კონცერტიც კი მქონდა. ახალა კი ჩემს ამ კარიერას ვემშვიდობები და სასწავლებლად მივდივარ. ხალხს გული არ სწყდება რადგან იციან რომ ეს მე გამაბედნიერებს და თვითონაც უხარიათ. თანაც სოციალური ქსელიდან მათთან მუდმივი კავშირი მექნება. საქართველოში ისეთი ხალხი არ ცხოვრობს რომ მათი ფანობით გული შეგიღონდეს. ისინი  პოპულარობას არ განანებენ. არასდროს არ გაჭირვებენ პირბადეს ან სათვალეს როგორც საზღვარგარეთ. იქ არ იციან რაარის პირადი სივრცე, მაგრამ საქართველოში როცა ქუჩაში ცნობილ პიროვნებას დაინახავენ უბრალოდ უღიმიან მათ და ხელს უქნევენ იშვიათად ფოტოს გადაღება ითხოვონ რაც შემაწუხებელი არაა . მადლიერი ვარ ჩემი ქვეყნის, ახლაც მხარში მიდგანან და მამხნევებენ.

საბაჟოზე ბარგი შემიმოწმეს რაც საკმაოდ მალე მოხდა რადგან მხოლოდ ერთ ჩანთა მაქვს. გამიშვეს. ერთი პატარა ჩანთა მიმაქვს იქ წავალ საშოპინგოდ ასე უფრო სასიამოვნო იქნება და გავერთობი კიდეც. თვითმფრინავს ვუცდი ჯერ სტამბოლში ჩაფრინდება და მერე, კორეის მიმართულებით მეორე თვითმფრინავს გავყვები. არაკომფორტული ასე მგზავრობა, მაგრამ პირდაპირი რეისი არ აქვს საქართველოს ავია ხაზებს ასე, რომ რას ვიზამთ.

დიდხნიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა ჩამოვედი კორეაში. მე აქ ვარ! როგორც იქნა! მშვვიდად მოვათვალიერე იქაურობა მაქსიმალურად ვცდილობდი არ გამომეხატა მხიარულება მეგონა ასე უნახავივით გამოვჩნდებოდი და სახეს ვასერიოზულებდი.

გადაუჭრელი პრობლემა Where stories live. Discover now