😶თავი მეთხუთმეტე 😶

128 14 6
                                    


პაკ ჯუნი ჯეუნვუსთან ერთად იდგა და იცინოდა...
ორი მწვერვალზე მყოფი აიდოლი ერთად იდგა. ეს კადრი რა ძვირად გაიყიდებოდა ეჰჰ. 1, 2 ან იქნებ 3 მილიონი გადაეხადათ ავიწყობდი ცხოვრებაას.მაგრამ მერე ჯეუნვუს ნაწყენი სახე წარმოვიდგინე როცა გაიგებდა, რომ მე გადავიღე ფოტო და გავყიდე და გულმა დამარტყა. მგონი ზედმეტად ოცნებებში გადავვარდი. წარმოდგენების სამყაროდან ძლივს გამოვედი და მათ მივუახლოვდი. თავი ძრდილობიანად დავუკარი და მივესალმე.

- ჯეუნვუ ეს გოგო ვინაა? შენი შეყვარებულია? იკითხა ჯუნმა.
ჯეუნვუ ერთი წამით დაფიქრდა, მერე პასუხისთვის პირი გააღო მაგრამ აღარ ვაცალე:
-პარტნიორები ვართ. მოკლედ მოვჭერი. მერჩია მე მეთქვა მწარე სიმართლე, ვიდრე მისგან მომესმინა.

- ააა გასაგებიაა. ეჭვის თვალით შემოგვხედა მე და ჯეუნვუს ჯუნმა.
- მალე 25 წლის ვხდები.. ლაივის შემდეგ ჩემთან ერთად აღნიშნეთ არ გინდათ?დააყოლა ჯუნმა ბედნიერი ღიმილით.
- შეიძლება მე ვერ მოვიდე მეგობარი ჩამოდის და უნდა დავხვდე. არ ვიცი ზუსტად როდის ჩამოვა...ვუპასუხე დანანებით.
- არაუშავს მელანო შენს გარეშეც კარგად ავღნიშნავდით. მითხრა მწარედ ჯეუნვუმ.
რა დაემართა? წეღან მშვენიერ ხასიათზე იყო.
- ხოდა ძალიან კარგი! მეგობრულ იდილიას არ დაგირღვევთ. ძალით გავიღიმე ნაწყენმა. მაგრამ მსახიობობა ყოველთვის კარგად გამომდიოდა. ზუსტად ვიცოდი ახლაც მშვენივრად შევასრულე გულუბრყვილოს როლი, რომელსაც არაფერი წყენია. სპექტაკლი ტელეფონმა შემაწყვეტინა. ისევ ნანა რეკავდა, ბოდიში მოვიხადე და სხვა ოთახისკენ გავწიე.

- ჰოუ რაიყო ნანა?
- 26 ოქტომბერს მოვდივარ.
- რომელ აეროპორტში უნდა დაგხვდე?
- შენი საბედისწე...
- კაი გასაგებია ანუ სადაც მე ჩავფრინდი იქ.
- ჰო მანდ. თორნიკეზე რო თქვი მოვაგვარებო რას აპირებ?
- კორეაში წამოვიყვან აქ გააგრძელოს. უფრო მაღალი ხარისხია სწავლის და განვითარდება.
- ჰო მაგრამ მასე მარტივია არაა კორეის სკოლაში უცხოელმა ისწავლოს.
- კაი რას მელაპარაკები? ვიცი მაგრამ ვინმეს ჩავრევ პრობლემა არ იქნება.
- ჰოო ვიცი რა გაქნილი ტიპიც ბრძანდები მელანო. ამის თქმაზე გამეცინა.
- იცი დღეს ვინ ვნახეეე???? ვკითხე მას ბედნიერმა.
- რავი სანახავი მანდ გყავს უკვე.
- ლი ჯეუნვუ არა. კიდე დაფიქრდი.
- რავი მე? გვარი მითხარი
-პაკ....
- ნახევარი კორეა პაკია რა გავიგო. აბუზღუნდა ტელეფონში.
- პაკ ჯ.....
- არ არსებობს! არ არსებოოოობს!!!!!!
- რსებობს.
- მოგკლავ რომ ჩამოვალ! შენ ჩემზე ადრე როგორ ნახე ჩემი ქმარი პაკ ჯუნი??
- ჰო შენი ქმარი! შვილიც აქ მოიყვანა ტირის ბავშვი დედა მომენატრაო.
-ნუ დამცინი შენ! გაიცინა ტელეფონში ნანამ.
- კაი წავედი მე. აბა შენ იცი! რამე სხვაში არ ჩაჯდე იცოდე!!! შენი ანტარქტიდიდან მომბრუნებელი არ ვარ.
- ჰა ჰა რა სასაცილო იყო. შემომიღრინა ტელეფონში ნანამ და გათიშა.

რინი დავინახე და მისკენ წავედი.
- რინ! რინ!
- რამოხდა მელანო?
-ჩემი ძმის კორეის სკოლაში მოწყობას ვერ მოვახერხებ?
- კი. არის ფასიანი სკოლები და იქ მიიღებენ ალბათ? მთავარია გამოცდები ჩააბაროს.
- შუა სემესტრშიც?
- არ ვიცი მაგდენი. რამენაირად გაგირკვევ ნაცნობი მყავს სკოლაში.
- ძაან დიდი მადლობა რინ! შენ, რომ არ მყავდე რა მეშველებოდა.

რინმა გამიღიმა და თავი გააქნია.

- წადი სახლში. მორჩა დღევანდელი სამუშაო! დასვენებას გაძლევთ.
- უღრმესი მადლობა რინ!

თავი მილიონჯერ დავუკარი და ბედნიერმა ხტუნვა-ხტუნვით გამოვაგრძელე გზა.
მაგრამ ვიღაცის ხელმა გამაჩერა.
უკან გავიხედე და ჯეუნვუ შემრჩა.

- წამოდი სახლში გაგიყვან! ყვირილამდე ცოტა ეკლდა.
- არა. ვუპასუხე მშვიდად.
- სალაპარაკო მაქვს.
დავფიქრდი. ეტყობა შეამჩნია ჩემი მდგომარეობა და დააყოლა
- საკმაოდ მნიშვნელოვანია!
- აჰ კარგი რა გაეწყობა!

სწრაფად გამაქანა მანქანისკენ. ძალით ჩამტენა და თვალის დახამხამებაში თვითონაც დაჯდა საჭესთან.

- ჰეი მანიაკო მიტაცებ? ვკითხე სიცილით.
თვითონ არც გაღიმებია სერიოზული სახით გააქანა მანქანა.
რა ეტაკა? მთელი დღეა ხასიათები ეცვლება! დავიტანჯე.
ჯეუნვუზე ფიქრში სულ ვერ შევამჩნიე, რომ მან მანქანა სადღაც მიყრუებულში გააჩერა. გარეთ გადავიდა და მეც გადავყევი.
ახლა მართლა დავიძაბე.

- ჰა? სად ვართ? აღარ მეხუმრება!
ახლა გაიცინა ჯეუნვუმ. მაგრამ სახე მალევე დაასერიოზულა.
- ჯუნს რატომ უთხარი რომ პარტნიორები ვართ?
- აბა რა უნდა მეთქვა? მეგობრები? თუ შეყვარებულები? ჩვენი ურთიერთობა არცერთს გავს. მგონი პარტნიორები ვართ? ალბათ? თუ ისიც უსიამოვნოა შენთვის?
- დილას რაც მოხდა არაფერს ნიშნავს? ა?
- ჯეუნვუ მისმინე კარგად! რა სტატუსი გვაქ ???? მე არ მგონია რამე ახლო გვაკავშირებდეს. ვერ ხედავ?
- ახლო ვართ! შენ თვითონ არ გაქვს თვალები, რომ დაინახო!
- რა უნდა დავინახო ადამიანო??? რა?? დამანახე!
- ხოდა ახლა დაინახავ!

უეცრად შეხება ვიგრძენი სახეზე და ლამის გული ამომივარდა. ხელებში ჩემი სახე ჰქონდა მოქცეული.

მაკოცა! მისი ტუჩები შემეხნენ. ვანილის ტუჩები! ჩემი სახე ერთი ხელით დაიჭირა მეორე კი წელზე შემომაჭდო. მე კი ძალა გამომეცალა, ტვინი ამერია და უკან დავუბრუნე კოცნა. მეც ვაკოცე!

გადაუჭრელი პრობლემა Where stories live. Discover now