💢თავი მეოთხე💢

157 13 4
                                    


მელანოს POV

მოუთმენლად ველოდები, როდის მომწერენ მისამართს. ტელეფონს დავყურებ და მოუსვენრად ვცქმუტავ. გაისმა მესიჯის მელოდია და ტელეფონს დავხედე.

" ქალბატონო მელანო მობრძანდით *#*#*#*#*#* 6 საათზე. და შემოსასვლელში დაცვას ანახეთ მიღების საშვი, რომ შემოგიშვან."

უეჭველი ოფისში მიბარებენ. ინტერნეტში შესვლა მინდა სტატიების სანახავად, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებაზე ხელი ავიღე. მეშინია. ხალხის კრიტიკის, სიძულვილის ენით დაწერილი კომენტარების წაკითხვის, რომელიც მრავლად იქნება უკვე დაწერილი. მერე ტვინში მირტყავს სიტუაცია: მშობლების სახე, როცა ამ სკანდალზე გაიგებენ და კამათი ამასთან დაკავშირებით თუ რატომ არ ვუთხარი. დისკუსია ჩემი სამშობლოში დაბრუნების თაობაზე რომელიც საშინელი ჩხუბით დასრულდება. მე ხომ დღეს ჩამოვედი არა?! რატომ არ შემიძლია შევირგო ერთი კვირა, რომელიც სწავლამდე მაქვს გამოყოფილი?!

საშინლად მინდა ახლა ვინმეს მტკნარი სისულელე ვუმტკიცო იმის თაობაზე, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არაფერი ამირევია რომ საკუთარ თავს დავაბრალო.

დაახლოებით 15 წუთი გავატარე ფიქრებში რომლებსაც საშინელ მდგომარეობამდე მივყავდი. სხეული და თავი გამომიცარიელდა და სევდამ მომცვა. მივხვდი რომ ზედმეტს ვფიქრობდი ამ სიყუაციაზე.

სწავლას როგორ გავაგრძელებ? ყველას ეცოდინება უკვე რაც გადამხდა თავს. მთელი კორეა უკვე საქმის კურსშია. ათასობით ადამიანს ვძულვარ ან ჩემი შურს.

ვეცადე თავიდან ამომეგდო ფიქრები. ტანსაცმელი ჩავიცვი. მიუხედავად იმისა რომ გარეთ მზე ანათებდა. ჩემს სხეულს აციებდა. ღია ყავისფერი პალტო მოვიცვი და სარკეში ჩავიხედე.

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
გადაუჭრელი პრობლემა Where stories live. Discover now