📝თავი მერვე📝

135 13 4
                                    


სახლში ღამე დავბრუნდი. ძალიან დავიქანცე. სამზარეულოს კარადა გამოვაღე, მაგრამ ერთჯერადი სუპის მეტი ვერაფერი ვიპოვე. ამ ვითომ საჭმელზე უკვე გული მერეოდა. კულინარიის კუთხით ერთერთ ყველაზე მრავალფეროვან ქვეყანაში, რაღაც ხელოვნურით ვიკვებები. გადავწყვიტე რამე შემეკვეთა, მაგრამ არ მინდოდა კომპანიის საკრედიტო ბარათით გადამეხადა. იქიდან არცერთ კაპიკს არ ვიმსახურებდი. რაც ჩემს ვალდებულებაში შედიოდა ჯერ არაფერი გამიკეთებია რომ იქიდან არსებული თანხა ამეღო. ამიტომ მიწევდა ისევ ჩემი ჯიბიდან გადამეხადა. ალბათ კიმჩის და ბრინჯს შევჭამ. გააჩნია რა ღირს. საიტზე შევედი და შევუკვეთე ძალიან ძვირი არ აღმოჩნდა. დაახლოებით 30 წუთში მოიტანენ. უკვე სამი დღეა რაც კორეაში ვარ. მე კი არსად არ წავსულვარ. არც ქალაქი დამითვალიერებია, არც წესივრად მიჭამია. მალე ალბათ დიეტასაც დამინიშნავენ მერე რა ვქნა? ვიღაც მკითხავს კორეაში როგორ გაერთეო მე კიდე რა ვუპასუხო? ხვალ უნივერსიტეტში საბუთები უნდა მივიტანო ზეგ დაიწყება სწავლა მერე კიდევ ჩემი რეჟიმი ასე აეწყობა: სახლი, უნივერსიტეტი, სამსახური, მეცადინეობა ღამის 3საათამდე. ჭამითაც ვერ შევჭამ ისე ლუკმა რომ არ დამაწყვეს გულზე სისწრაფისგან. ვიცოდი, რომ განვითარებულ აზიის ქვეყნებში სწრაფი ცხოვრების რიტმი იყო, მაგრამ არ მეგონა ამდენად სწრაფი.

ჩემი საჭმელიც მოიტანეს ცხარე კიმჩი და ბრინჯი მალე შევჭამე. უნივერსიტეტისთვის საბუთები გავამზადე და სპეციალურად დავდე გამოსაჩენ ადგილას, რომ არ დამვიწყებოდა და დილას ადვილად მიმეგნო. ტანისამოსიც გავამზადე და დავწექი დასაძინებლად.

მესიჯს დავხედე, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გამომიგზავნა გადავამოწმე ხომ ცხრაზე უნდა მივსულიყავი.

∆დილას∆
რვაზე გავიღვიძე. უნივერსიტეტში
ცხრაზე უნდა მივიდე. სწრაფად ჩავიცვი. მერე გუშინდელი საჭმელი შევჭამე. ახლის შეკვეთას ან გამზადებას ვერ ვასწრებდი. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე ჩემი საშინლად სქელი და საწამებელი თმა დავივარცხნე და უკვე დრო იყო სახლიდან გავსულიყავი. მეგრამ

გადაუჭრელი პრობლემა Where stories live. Discover now