🛬თავი მეცხრამეტე🛬

119 12 16
                                    

აეროპორტში ვზივარ. ველოდები როდის დაფრინდება ნანას თვითმფრინავი. გარემოს ვუყურებ  და ყველაფერი მახსენდება. ეს ის ადგილია სადაც პირისპირ პირველად ვნახე ჯეუნვუ და საიდანაც მთელმა ჩემმა ცხოვრებამ წაღმა სვლა დაიწყო. სიმწრის სიცილი აღმომხდა. აბა ცნობილი თუ ვარ სად არიან ჩემი "ფანები"? რათქმაუნდა, ჯერ სპექტაკლს დაასრულებენ და შემდეგ გამოიქცევიან. მსახიობი იდიოტები.

ყველაფერი, ყველაფერი ტყუილი იყო! მე კი როგორი მონდომებით ვცდილობდი თვალის დახუჭვას ამ უცნაურ ქცევებზე. არ უნდა გამიკვირდეს თუ აღმოჩნდა, რომ ჯეუნვუც თამაშობდა. აბა რომელი ადამიანი უახლოვდება სულელ გოგოს?
დიდი ხნის შემდეგ, პირველად წამომცვივდა ცრემლები. მწარედ ავქვითინდი, გულამომჯდარმა უამრავჯერ ამოვიოხრე და თითოეულ სუნთქვას ლამის ჩემი გულიც ამოვაყოლე. მგზავრები, გამცილებლები და კიდევ ღმერთმა უწყის ვინ გაკვირვებული მომჩერებოდა. 

რატომ? რატომ? რატომ ამირჩიეს მაინცდამაინც მე? ხომ შეიძლება ვინმე კორეელი აერჩიათ? და საერთოდ არავინ არ უნდა აერჩიათ. რა დონის ცხოველი უნდა იყო, რომ სხვის გრძნობებზე ასე ითამაშო? მე განა ჩვეულებრივი ადამიანი არ ვარ? რკინის ნერვები არ მაქვს არა!
ამის შემდეგ რა გავაკეთო? მშობლებს  ძლივს გავუბედე თქმა კორეაში სიმღერა შემომთავაზეს მეთქი, ახლა კიდე ის როგორ ვუთხრა, რომ ყველაფერი სიცრუე იყო? რანაირად? თითქოს ყველაფერი მოვაგვარე მაგრამ ეს უპატრონო პრობლემები არასდროს მეშვებიან. 
იდიოტი ვარ! უფრო საზრიანი მალე მიხვდებოდა საქმის შინაარს. ტირილს უფრო და უფრო ვუმატებდი.

-წყალი ხომ არ გინდათ? ვიღაც მოხუცმა ქალმა ბოთლით წყალი გამომიწოდა.
ზედმეტი ტირილისგან თვალებს წესიერად ვეღარ ვახელდი.
-დდ..ია..ხ მადდ...ლო..ბა..
ძლივს ამოვღერხე სუნთქვებს შუა. ბოთლი გამოვართვი.

რა სირცხვილია! ახლა მე საზოგადოების თავშეყრის ადგილას მოვთქვამ. ადრე საკუთარ თავსაც გავურბოდი და არ ვანახებდი საკუთარ ცრემლებს... ახლა კი მიყურეთ! შემომხედეთ ყველას დასანახად ვბღავი. წყალი მოვსვი და ავდექი. საპირფარეშოსკენ გავწიე. თავს მოვიწესრიგებ. ნანას ასე ვერ დავხვდები.
გულს პირველივე დღეს არ გავუხეთქავ. მას მაინც ჰქონდეს წესიერი დაფრენა და სახლში მისვლა.

გადაუჭრელი პრობლემა Where stories live. Discover now