🎀თავი მეხუთე🎀

154 13 3
                                    


დილას პირველზე გავიღვიძე. მთელი ღამის მოუსვენრობის გამო თვალები ჩაშავებული და ჩაწითლებული მქონდა. ავდექი ფრატუნ-ფრატუნით წავედი სამზარეულოსკენ და ცივი წყალი ჩამოვისხი. დღის გეგმების დაწყობას შევუდექი. მერე მომაგონდა და ინსტაგრამზე ჩემს გვერდზე შევედი. ვაა ანტიფანებს აქაც მოუგნიათ. აჭრელებული იყო ფოტოები კომენტარებით, მაგრამ დიდად რეაქცია აღარ მაქვს უკვე მეცინება კომენტარების კითხვისას. რა ეშველება ამ ხალხს, იმენა უსაქმურობის ზენიტში არიან. დარწმუნებული ვარ, მთელი დილა ჩემს ინსტაგრამ ფეიჯზე გაატარეს. რა გინდა, ესეიგი მთელი დილა ჩემს სახეს შესცქეროდნენ.

კონტრაქტი მომაგონდა საბუთები ავიღე და თავში ხელი შემოვირტყი. კომპანიაში 11 საათზე უნდა გამოვცხადებულიყავი, ეხლა კი 1 იყო. მოკლედ აქაც ქართველის "პუნქტუალურობა" უნდა გამოვიჩინო და დავაგვიანო. ზანტად შევუდექი ჩაცმას. ისედაც დავაგვიანე და ისედაც. ახლა მშვიდად წყნარად წავალ.

ღლონტების ტოლი ჩემოდნიდან იგივე ტანსაცმელი ამოვიღე. მაგრამ ახლა ქვედაბოლო ჩავიცვი.

მეტი გამოსასვლელი არაფერი მაქვს წამოღებული

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მეტი გამოსასვლელი არაფერი მაქვს წამოღებული. ფაქტობრივად ტიტლიკანა წამოვსულვარ. ახლა კიდევ საშოპინგოდ მე ვერ წავალ ხალხი მიცნობს. აი პრობლემა!  მსუბუქი მაკიაჟი წავისვი.
პირბადე და სათვალე გავიკეთე და ფეხით წავედი ოფისისკენ. ტაქსისკენ გახედვაც არ მინდა. ჩემი შვილივით 63 დოლარი მახსენდება.

ლი ჯეუნვუს POV
გუშინ დამღლელი დღე იყო. დღეს 9 საათზე მივედი კომპანიაში. ვვარჯიშობდი, როცა საათს გავხედე. ის გოგო 11ზე უნდა მოსულიყო ეხლა კი 2 საათია. უპასუხისმგებლო ყოფილა. პრობლემები გვაქვს ის კი აგვიანებს. შესვენებაზე გავედით.  თანამშრომლები დამეხვივნენ ზოგი იქიდან მეშაქრებოდა ზოგი აქედან. ისიც შემოჯლაგუნდა. შეწუხებული სახით წამოვიდა და თავი დაგვიკრა.
- ბოდიში დაგვიანებისთვის. მეტი აღარ იქნება. (მელანო)
ნერვებზე მოქმედებს ეს გოგო. მასთან სიახლოვე ნერვებს მიწეწავს.

გადაუჭრელი პრობლემა Where stories live. Discover now