🎶თავი მეშვიდე🎶

140 12 3
                                    


- საიდან მოიტანე?
-იმ ქალმა მითხრა.
- კი მართალი უთქვამს. მაგრამ გადავიფიქრე მსურს ჩემმა რჩეულმა თვითონ აარჩიოს რაც უნდა და როგორც უნდა. რატომ უნდა დავავალდებულო?

ანუ მე უნდა დამავალდებულოს?! რა წესია იქნებ მე არ მომეწონა ეს ტანსაცმელი. ამას თავი ვინ გონია ერთი? გული დამწყდა ერთი მხრივ.

-კაი მაშინ კითხვა მაქვს.
-გისმენ?
- მე რატომ უნდა ჩავიცვა შენი არჩეული ტანსაცმელი?
- სხვა გზა მაინც არ გაქვს. როგორც ვიცი იმ ერთი კინკილა ჩემოდნის მეტი არაფერი გაგაჩნია.

რა კოხტად მომაკეტინა. ნერვები დამაწყვიტა უკვე. ფანჯარაში გავიხედე.

-ძააან ცუდად იყურები მაგ ფანჯრიდან. არ გადახტე. გვეზარება მერე შენი დევნა.
- ჰა ჰა რა სასაცილო რამე თქვიიი არ მოვკვდე სიცილით.
თვალები ამოვატრიალე.
-ფრთხილად არ ამოიგდო.(ჯეუნვუ)
- შენ კიდე ფრთხილად არ შემომაკვდე.
- კრიმინალი მყოლია მანქანაში და არ მცოდნია.

ვაიმე ახლა ამას თუ წამოვუვარდი ვერ გამაჩერებს კაციშვილი.

- ვხედავ ხუმრობის ხასიათზე მოსულხარ. მაგრამ რჩევას მოგცემ ხუმბრობა, რომ ხუმრობად ჩაგეთვალოს სხვებიც გააცინე თორე იდიოტს გავხარ.
- ოჰ რჩევების მოცემა დაიწყე?

არაფერი ვუპასუხე. ტელეფონი ამოვიღე და ქართულად სთორების ჩაწერა დავიწყე. მოვყევი საშოპინგოდ, რომ ვიყავი მაგრამ ჯეუნვუ ამოვიღე მთავარი მასხარა.
მწველი მზერა ვიგრძენი და გავიხედე. ჯეუნვუ მიყურებდა.
ყურსასმენები გამოვიძრე და კითხვისნიშნით გავხედე.

- არვიცი გაგაფრთხილეს თუ არა მაგრამ სოციალური ქსელს ასე ვეღარ გამოიყენებ. სპეციალური ხალხი გააკონტროლებს და ფოტოებს ისინი დადებენ. სთორებზე საუბარიც ზედმეტია.

ვსო თავისუფლება დასრულდა.
ამოვიოხრე და თავი ფანჯარას მივადე. ბევრი რამ შემეზღუდა ამ დღეებში არადა აქ თავისუფლებისთვის ჩამოვედი.

გადაუჭრელი პრობლემა Where stories live. Discover now