📸თავი მეთოთხმეტე📸

124 12 1
                                    


გავგლეჯ შუაზე მაგ მოთამაშეს. აკი დად მიგიჩნევო. ეს ლოყაზე კოცნა რაარი. ძმურად მაკოცა? რომელი ძმა კოცნის დას ლოყაზე?  მე მელანო არ ვიყო თუ არ ვაზღვევინო! მაცადოს, მაცადოს!

კომპანიისკენ გაბრაზებული მივდივარ. შუა გზაში გავჩერდი და იქვე მდგარ ნაგვის ურნას მივარტყი ფეხი. სამწუხაროდ ეს ქმედება მხოლოდ ჩემთვის დასრულდა კრახით. ირონიულად გავიცინე და გზა უარეს სახიათზე მყოფმა გავაგრძელე. კომპანიაში მისულს ეგრევე რინი შემხვდა. ჩემსკენ სირბილით მოვარდა, ხელი ჩამკიდა და სადღაც გამაქანა.
- გამარჯობა რინ. სად მიმარბენინებ?
-დღეს ჯეუნვუსთან ფოტოსესია გექნება. უნდა გამოგაწყონ.
- რა ფოტოსესია? ამაზე ეხლა რატომ ვიგებ?
-გუშინ ჯეუნვუმ არ გითხრა? მოკლედ ახალ სიმღერას შენთან ერთად რადგან წერს....
გავაწყვეტინე.
-კი ვიცი, ერთად ფოტოების გადაღებაა საჭირო ოფიციალურობისთვის.

ერთერთ ჩემთვის უცნობ ადგილას შემიძღვა რინი. გარშემო მიმოვიხედე.  სამფეხა დასადგამებზე მდგარი კამერები და თეთრი ფონი ამშვენებდა ოთახს. ფოტოსესიისთვის პროჟექტორებიც აანთეს. თეთრი ფონის წინ არაფერი იდგა ლამპიონის გარდა. ოთახში ლამპიონი ვის გაუგია? რინმა აღარ მაცალა ფიქრი. ტანსაცმლით სავსე ოთახში შემიყვანა და იქვე სკამზე დამსვა. ოთახში მყოფი ყველა ადამიანი მე დამესია. თმები, სახე ყველაფერი მათ ხელში აღმოჩნდა. დაახლოებით ნახევარ საათში ვარცხნილობაც და მაკიაჟიც მზად იყო. რინმა საკიდით ტანისამოსი მომაწოდა და მითხრა გამომეცვალა.

სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე. არაფერი გრანდიოზული არ მცმია. უბრალო მაგრამ მოდური ჩაცმულობა იყო. სამოსის მიხედვით  იტყოდი შემოდგომის ამინდში სასეირნოდ გასვლა გადაუწყვეტია ჩამცმელსო.
ზუსტად ამ დროს ტელეფონზე ზარი გაისმა. მობილურზე დახედვის შემდეგ თვალები გამიფართოვდა.
- ალიო? ნანა???
- ჰო ნანა. ეგრე უნდა დაქალის დავიწყება??? ჰა? ლამის ყურმილში გამოყო თავი ნანამ. მხოლოდ მესიჯებს რომ მიგზავნი. ნწ ნწ. ნაწყენი ვარ. მაგრამ ეხლა ამის დრო არააააა! ორი ამბავი მაქვს ერთი ძაააალიან კარგი და მეორე ცუდი.რითი დავიწყო?
-ცუდით.
- რა იყო უიმეეეე.
-მიდი აღარ იტყვი?
-თორნიკეს სკოლაში ცუდი რაღაცეები დაემართა. შეიძლება გარიცხონ.
-რას ქვია შეიძლება გარიცხონ?

გადაუჭრელი პრობლემა Where stories live. Discover now