🍃თავი მეთერთმეტე🍃

116 12 0
                                    


ჯეუნვუ იაპონიაში წავიდა სრულიად მოულოდნელად. გავიგე დედამისს უცხოვრია იაპონიაში და მთელი წლის მონატერებულს ეხლა გადაუწყვეტია წასვლა.

კომპანიაში რომ მივედი ეგრევე მაჯახეს ეს ახალი ამბავი. არადა გუშინ ვნახე იცინოდა. (😂)
გამიხარდაო ვერ ვიტყვი, თითქოს სიცარელე ვიგრძენი. გუშინ მანქანაში ეთქვა ვინ უშლიდა.

∆∆∆∆ერთი დღის შემდეგ∆∆∆∆
ორშაბათია.
უნივერსიტეტში პირველად უნდა წავიდე. ვნერვიულობ.
მთელი ღამე ვწრიალებდი, ხან ვიღვიძებდი ხან მეძინებოდა. მოკლედ, რომ ვთქვათ კარგად ვერ გამოვიძინე. თან კიდევ ერთი ჯესუნგის ამბავი მაინტერესებს. იმედი თუ ტყუილად მივეცი დამნაშავე ვიქნები და ყველაზე ნაკლებად ახლა მაგ დარდის ტარება მსურს. საშინელებაა როცა ადამიანს იმედს უღვიძებ და ბოლოს საშინლად ელეწება მას ოცნების კოშკები. თანაც მთავარი ინჟინერი და არქიტექტორი შენ ხარ ამ კოშკის.
უფრო დიდი პრობლემაც მაქვს. სტუდენტების და ლექტორების ჩემდამი დამოკიდებულება.  სტუდენტთა შორის აუცილებლად იქნება ვინმე ვინც Lonely wolfს აღმერთებს. იმედის ქონა მაინც შემიძლია რომ ნორმალური იქნება.  მერე მშობლებისთვის მაქვს სათქმელი ჯეუნვუსთან სიმღერის ჩაწერის შესახებ. ღამე როცა გამეღვიძა დავფიქრდი გამომწერებსაც ვეტყვი უფრო სუფთა სინდისით ვიქნებითქო მაგრამ მერე მივხვდი რომ კოლაბორაციის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ დაუდია კომპანიას და მე თუ ვიტყვი ყველა გაიგებს ჩემგან, რაც დიდად არ მინდა. 

უკვე უნივერსიტეტის შენობას მივუახლოვდი. ირგვლივ სტუდენტები ტრიალებენ. შევამჩნიე ლექტორები ჩანთებით ხელში, რომლებიც სწრაფი ნაბიჯებით მიიწევენ შესასვლელისკენ.  ეზოში შევედი. მომეჩვენა, რომ ყველამ  შემომხედა და ერთმანეთს გადაულაპარაკეს. საშინელმა გრძნობამ დამიარა. თავი გავაქნიე და ისევ გავხედე სტუდენტთა ბრბოს რომელსაც სულაც არ ვაღელვებდი და თავისას უბერავდნენ. სიმშვიდე მოედო მთელ სხეულს. დავკომპლექსდი ამდენი რამის შემდეგ და მგონი გასაკვირი არც უნდა იყოს.

გადაუჭრელი პრობლემა Where stories live. Discover now