👀თავი მესამე👀

170 15 5
                                    


ლი ჯეუნვუს POV

როგორც იქნა მინივენში ჩავჯექი. დაცვამ კარები დაკეტა. მე ღვედი შევიკარი და ტელეფონი ამოვიღე. როცა ინტერნეტში შევედი დავინახე, რომ ყველაფერი ჩემი ფოტოებით იყო აჭრელებული.

მელანოზე გამახსენდა და საძიებო სისტემაში ჩავწერე მისი სახელი. როგორც ჩანს არასწორად რადგან შედეგები სულაც არ იყო ადამიანზე. ხუთი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა სწორად მოვახერხე დაწერა. მასზე სტატიებიც ამოაგდო.

სამი სტატია იყო მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით და ვიდეო, თუ როგორ გამოდიოდა აეროპორტიდან, სადაც მისთვის მოულოდნელად ფანები და ჟურნალისტები აკივლდნენ. ვუსმენდი მის საუბარს და მეცინებოდა რა მშვენივრად იტყუება. დაცვას გამოპარვია თურმე.

ამ ძიება-ძიებაში მისი ინსტაგრამ გვერდიც ვიპოვე.
500K ფოლოვერი ყავს. ფოტოებს ჩავუყევი რაღაც კონცერტის ვიდეო აღმოვაჩინე სადაც მღერის. საკმაოდ ლამაზ მაგრამ უცნაურ ენაზე ასრულებდა რთულ სიმღერას. მერე მის ცეკვას ვუყურე სადაც ცერებზე ცეკვავს. რა მტკინვეული იქნება ასე ცეკვა თანაც მთელი 3 წუთი!
შემდეგ დიდი ვიდეო აღმოვაჩინე სადაც კორეულად საუბრობს და როგორც გავიგე მისი ქვეყნის დედაქალაქში დადის.

ვიდეოში ახსენა, რომ ცნობილია მაგრამ პირბადე და სათვალეები არ უკეთია.

გამიკვირდა დედაქალაქში სელებრითების აქეთ-იქით წანწალი საშიშია. ასე რომ გავიდე ქუჩაში შეიძლება სახლამდე ცოცხალმა ვერ მივატანო ან თუ მივედი ტანსაცმელი და თმები ადგილზე აღარ მექნება.

მერე ახსნა, რომ მის ქვეყანაში ცნობილ ადამიანებს სულ სხვანაირად ეპყრობიან და დაგვანახა ქუჩაში ხალხი როგორ ესალმება ღიმილით.

შემშურდა. მინდა ვიარო მასსავით თავისუფლად. მისი ქვეყნის ხალხი პირად სივრცეს არანაირად არ ზღუდავს.
ვიდეოში იხუმრა კიდეც ხალხი მსაყვედურობს რადგან შეყვარებული არ მყავსო. ნეტა ასე მეც მომექცნენ, მაგრამ არა! თუ ვინმესთან დამინახეს ცალკე იმ გოგოს დაძიძგნიან და ცალკე მე.

გადაუჭრელი პრობლემა Where stories live. Discover now