🌀თავი მეათე🌀

116 12 4
                                    


უნივერსიტეტში უპრობლემოდ მოვაგვარე საქმეები. მეგონა, რომ კიდევ მოხდებოდა რაღაც მაგრამ ეტყობა დილამ დაიტია მთელი ამ დღის არასასიამოვნო სიურპრიზები.

შენობიდან გამოვედი. მეგონა ჯეუნვუ უკვე წავიდა მაგრამ მისი სისინა შავი მანქანა ისევ იქ იდგა.  შევყოყმანდი აღარ მინდოდა სახლში მივეცილებინე. ფიქრად გავივლე კიდეც ფეხით გავიქცევი თქო. მაგრამ სისულელე იყო და ეგრევე  უკუ ვაგდე ფიქრები. ალბათ დიდი ხნის განმავლობაში ვიდექი რადგან ჯეუნვუმ დამისიგნალა. კუს ნაბიჯებით გავუყევი მანქანამდე მიმავალ გზას.  კარები გამოვაღე და დავჯექი.

-ცოტაც და კუში ამერეოდი.მითხრა ჯეუნვუმ მობეზრებული ხმით.
- ცოტაც და იუმორისტში ამერევი. მაგრამ სამწუხაროდ იუმორი არ გაქვს და რაში უნდა ამერიო.

გაეცინა, გამომხედა და ისევ გზას გახედა.
-რას მეკრიჭები ყველის ვაჭარივით. ვუთხარი ქართულად. სინამდვილეში ძალიან მესიამოვნა მისი სიცილი მაგრამ არ ვაღიარებდი.
-რა მითხარი?
- გზას გეუბნებოდი. ქართულად ვთქვი ბოდიში. აი აქ მარცხნივ გაუხვიეთქო.
- ისე რა რთული ასოები გაქვთ. ის ასო თქვი აი 'კ'. მითხრა ჯეუნვუმ.

'კ' ამათ ენაშიც არის, რომელ ასოზე თქვა ნეტა.... ა უი უი.
-'ყ'?
-ხო აი ეგ 'კ'.მითხრა საყვარელი სახით.
სიცილი ვერ შევიკავე. ლამის ცრემლები მომადგა.
-კიდევ ის ასო აი....
-'ღ'?
თვალები გაუფართოვდა.
- ეგეთი ასოც გაქვთ???? ეგ არ მიგულისხმია მაგრამ ვაუ.
- აბა 'ჟ'?
- არა არც ეგ.  თვალები ლამის გადმოცვივდა.

-'ჭ'?
- ხო აი ეგ ეგ. ვაიმე რანაირად იძახი? მოიცა მეც ვცდი.
ლამის ენა ამოიგდო მაგრამ ასო ვერ გამოთქვა. თითოეულ მცდელობაზე უფრო ხმამაღლა ვიცინოდი. 

სიცილი აღარ დამცალდა რადგან  ჩემს კორპუსს მივადექით.  გული დამწყდა კიდევ ვესაუბრებოდი ჯეუნვუს. სიცილითაც გავიხეოდი და კაციშვილი ვეღარ მომაბრუნებდა. მაგრამ როგორც ამბობენ არაფერია სამუდამოო.

ჯეუნვუს გავაჩერებინე მანქანა. ისიც გულიანად ხარხარებდა. არვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ მგონი მის სახეს გულისწყვეტა გამოეხატა.
- აბა კარგად მომავალ შეხვედრამდე მისტერ ჯეუნვუ.
ვუთხარი კორეულად. მერე ქართულად დავაყოლე: ბრდღვნი რასაც ქვია ქართულს.
- კარგად! "ბრ...."  "ბრბ...." "ბდრ...."რა???
ვაიმე აღარ შემიძლია ლამის ჩავბჟირდი. სიცილისგან ჰაერი აღარ მყოფნიდა. ძლივს გავჩერდი და ხელის ქნევით გამოვბრუდი. ისიც ხელს მიქნევდა ფართო ლამაზი ღიმილით.

ჯეუნვუს POV.

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მელანო გამოჩნდა ზღურბლზე.  ეტყობოდა რაღაცას ყოყმანობდა ხან გადმოდგავდა წინ ნაბიჯს ხან უკან დაიხევდა. მოთმინების ფიალა ამევსო და დავუსიგნალე.

იმდენად ნელა წამოვიდა, რომ ლამის მანქანიდან გადმოვედი და ძალით წამოვიყვანე. სამწუხაროდ ხალხი შემამჩნევს თორემ ალბათ სულ წიოკით და ჩხუბით მოვიყვანდი მანქანამდე. როგორც იქნა მოვიდა და ჩაჯდა.

ვისაუბრეთ. მერე მან რაღაც მითხრა ქართულად. ძალიან უცნაური მაგრამ სასიამოვნო ენაა.
ვცადე რამოდენიმე ასო მეთქვა მაგრამ არ გამომივიდა. ნეტა როგორ იძახიან? ალბათ ყველაფერს მიჩვევა უნდა.
შევამჩნიე რომ ჩემს მცდელობებზე მელანო იცინოდა.
მე კი გავუტიე და გავუტიე. მსიამოვნებდა მისი კისკისი, ტაშისკვრა სიცილის დროს.
გავბედნიერდი და მასთან ერთად დავიწყე სიცილი. მისი ყოველი ღიმილიანი გამოხედვა სითბოს მიღვრიდა გულში. მაგრამ დასრულებაც მოვიდა ამ ყველაფრის. საშინლად დამწყდა გული მაგრამ ვეცადე არ დამტყობოდა. მელანო მანქანიდან გადავიდა. კიდევ რაღაც მითხრა ქართულად, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ჩემი ენის მოტეხვა. მაგრამ ამად ღირდა ის იცინოდა და ეს მე გულს მიხარებდა. დამემშვიდობა. მე ცოტა ხანს იქ გავჩერდი.
შემდეგ მანქანა დავძარი და წამოვედი.

_________________________
ვიცი ძალიან პატარააა.
დაკავებული ვარ და ესეც ძლივს დავწერე... 🤯
იმედია მოგეწონათ 😊💜

გადაუჭრელი პრობლემა Where stories live. Discover now