²

875 123 270
                                        

იუნგის ლამის სუნთქვა ავიწყდება, რადგან ალფების საჭირო ოთახში აგდებენ, შემდეგ კი კარს კეტავენ და დახურულ კარს აკრავენ. მისი სახე მწარედ ეხეთქება კარს, ჰოსოკის ხელები კი მის ხელებს ზურგს უკან იჭერენ.

- როგორ მიპოვე?- ყურთან უღრენენ, იუნგი კი ლამის აღარ სუნთქავს. იმდენი წელი ეძება და ახლა, როცა ხელი ჩაიქნია, სრულიად შემთხვევით იპოვა? ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა, რომ ახლა კარზე აკრული მართლაც ჰოსოკს ჰყავდა.

- იუნგი, როგორ მიპოვე-თქო?!

- შუგა...- ლუღლუღით უსწორებს. მისი ნამდვილი სახელი მას შემდეგ აღარ გამოუყენებია, რაც ჯიმინი მოკვდა, ხოლო ჰოსოკი რამდენიმე დღეში ბავშვებთან ერთად გაქრა. თავიდან მართალია ეძებდა, მაგრამ ორწლიანი უშედეგო ძებნის შემდეგ თავი მიანება, ახლა კი სრულიად შემთხვევით, იქ აღმოჩნდა, სადაც მისი ჭეშმარიტი.

- რა?- იბნევიან, იუნგის შეუძლია მისი დაბნეულობა გამოიყენოს, ხელი გააშვებინოს, ხელი კრას ან პოზიციები შეცვალოს, მაგრამ გაშეშებულია... ჰოსოკის შეხებები წლებია არ გამოუცდია, ეს უბრალო შეხებაც კი ადნობს.

- შუგა მქვია.

ხელს უშვებენ და მისკენ ატრიალებენ, ახლა ზურგითაა აკრული კარს და პირდაპირ თვალებში უყურებს მასზე ოდნავ მაღალ კაცს. რამდენიმე წუთი სიჩუმეში იხარჯება, ორივე ჩუმადაა, ჰოსოკი კი დაკვირვებით შეისწავლის უფროსი ალფის ყველა ნაკვთს.

- ვინმეს ემალები?- ოხრავს უეცრად.

- არა. - პასუხობენ მოკლედ.

- მაშინ რა ჯანდაბად ასაღებ თავს ომეგად და ეს ატმის პარფიუმი რას ნიშნავს?!

- ალფებს ატმის სურნელი მოსწონთ.- ჰოსოკი ალფას აშტერდება და მისი გამომეტყველებით ხვდება, რას გულისხმობს იუნგი, როცა ამბობს, რომ ალფებს ატმის სურნელი მოსწონთ. თავს იმიტომ ასაღებს ომეგად, რომ ალფებთან ჰქონდეს ურთიერთობა და სექსი...

Fox Hunting | SOPEWhere stories live. Discover now