³

856 116 297
                                        

- შემოდი. - ჰოსოკი კარს აღებს და შემცივნებულ იუნგის კარში უშვებს, მართალია ჰოსოკის დუტის ქურთუკი ეცვა, მაგრამ ყურები წაეყინა, არადა მხოლოდ ათი წუთი დასჭირდათ სახლში მოსასვლელად. გარეთ კატასტროფულად ციოდა.

- ახლა თუ ასე შეგცივდა, უფრო რომ აცივდება და ზამთრი დადგება, რაღა გეშველება?- ეცინება ჰოსოკს, როცა იუნგი შემოსასვლელში კიდებს დუტს, შემდეგ კი მის ჯიბეებში გათბობილ თითებს ყურებზე იდებს.

- კიდევ უფრო აცივდება?- სახე ეშლება იუნგის. ვერ იტანს სიცივეს, როცა აქ მოდიოდა, იცოდა რომ სიცივე იქნებოდა, მაგრამ აზრზეც არ იყო, რომ აქ ჯერ ზამთარიც არ იყო დამდგარი.

- წამოდი, შენს ოთახს გაჩვენებ, მცივანა.- ეცინება ჰოსოკს და კიბეებზე მისი ჩემოდნით ადის, შემცივნებული იუნგი ხელებს მისივე მხრების ირგვლივ იხვევს და ალფას მიჰყვება. სახლშიც კი ცივა ერთ თხელ პერანგშია... იუნგი ჰოსოკს აშტერდება, რომელიც აშკარად შეჩვეულია სიცივეს, რადგან საერთოდ არ შესცივებია სანამ სახლში მოდიოდნენ და სახლში შემოსვლისასაც ჟაკეტი გაიხადა.

და უეცრად ხვდება, რომ კიბეებზე ასვლისას ნაცნობ სახეს ხედავს... ზედმეტად ნაცნობს. იუნგი კედლებზე დაკიდებულ ფოტოებს აშტერდება და ძლივს დგამს ნაბიჯებს, თითქმის ყველა ფოტოზე ჯიმინია მასთან ერთად, ჰოსოკთან ერთად, ბავშვებთან ერთად, ჰოსოკის ოჯახთან ერთად. უფროს ალფას სუნთქვა ეკვრის, რადგან როცა მეორე სართულზე ადიან და დერეფანში შედიან, იგივე სიტუაციაა. სხვა ფოტოები, მაგრამ თითქმის ყველგან ჯიმინია ფოტოებზე.

ჰოსოკი აქ ჯიმინის დასავიწყებლად ნამდვილად არ გამოიქცა...

შეუძლებელია დაივიწყო ადამიანი, როცა სახლი მისი ფოტოებითაა სავსე.

- ესეც შენი ოთახი. - ჩემოდანს მის ახალ ოთახში აგორებენ და სწრაფად იღებს ტუმბოებიდან ჯიმინის ფოტოებს. - გათბობის ჩართვა ჯერ ადრეა, ამიტომ ცოტა თბილად ჩაიცვი და ჩამოდი, ბუხარს დავანთებ.

Fox Hunting | SOPEWhere stories live. Discover now