799 111 253
                                        

შენიშვნა; ომეგას ბავშვები მამიკოს ეძახიან, ხოლო ალფას მამას. (ჩემ ფიკში და სხვა არ ვიცი 🤣)

" დიდი ხნის წინ პატარა ქალაქში, ისეთ მაღალ კოშკში, რომელიც ცას სწვდებოდა, პატარა ომეგა ცხოვრობდა, რომელსაც ჯუნი ერქვა. ყველა სხვა პატარებს მისი შურდათ, რადგან ჯუნი მაღალ კოშკში ცხოვრობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მდიდარი ოჯახი ჰყავდა. ყველას მისი შურდა... ყველას ფოქსის გარდა, რომელიც მოპირდაპირედ, ისეთივე მაღალ კოშკში ცხოვრობდა, როგორშიც ის.

ჯუნი ცუდი ომეგა იყო. ასე ამბობდა მამიკო ომეგა და ჯუნსაც ჯეროდა, რომ ცუდი იყო, მაგრამ სინამდვილეში ვერც კი ხვდებოდა, რატომ იყო ცუდი. მხოლოდ იმიტომ, რომ გაჩნდა? მხოლოდ იმიტომ, რომ მამიკოს ყურადღება უნდოდა ხოლმე და მის ირგვლივ დარბოდა, რომ მამიკოს ცოტა ყურადღება მაინც მოექცია? მხოლოდ იმიტომ, რომ მამიკოს კოსმეტიკურ საშუალებებში უყვარდა ძრომიალი? ან იქნებ იმიტომ, რომ მისი სუნთქცაც კი აღიზიანებდა მამიკოს.

ჯუნი ყოველთვის მის ოთახში იჯდა, რომ მამიკო არ შეეწუხებინა. თუ გამოდიოდა, მამიკო სჯიდა. თუ დაინახავდა, მამიკო სჯიდა. თუ მის ტირილს გაიგებდნენ, მამიკო საერთოდ გადაირეოდა და გაბრაზდებოდა. პატარა კარადიდან ტანსაცმელს გამოყრიდა, იქ კედლებით გარშემორტყმული თავს მშვიდად გრძნობდა. იქ ატარებდა ხოლმე მთელს დღეებს, თან კი მამიკოს სიტყვებს იმეორებდა.

- ცუდი ომეგა ვარ. მამიკო ამბობს, რომ არავის ვეყვარები და ყველა მიმატოვებს, არ მინდა მარტოობა, არ მიყვარს მარტოობა...

მაგრამ ჯუნმა არ იცოდა, როგორ გამხდარიყო კარგი ომეგა. "

- ცუდი მამიკო ყავდა.- ამოიბუზღუნა უეცრად მინჰომ და იუნგიმაც თავი ამოწია წიგნიდან, ბავშვს გახედა და მომდევნო ფურცელზე გადაშალა.- ცუდი ჯუნი კი არა, მისი მამიკო იყო!

- ნამდვილად...- ჩურჩულებს ჰოსოკი, იმდენად ხმადაბლა, რომ ბავშვებს არც კი ესმით, მაგრამ მის გვერდით მჯდარ იუნგის შესანიშნავად ესმის და მზერა ჰოსოკზე გადააქვს, რომელიც ბუხარში ცეცხლს მიშტერებოდა. რაღაც რიგზე ვერ იყო...

Fox Hunting | SOPEHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin